1. ამ ოქმის ძალაში შესვლიდან ხუთი წლის შემდეგ წევრ სახელმწიფოს შეუძლია წარმოადგინოს წინადადება მასში ცვლილებების შეტანის შესახებ და გადაუგზავნოს იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც ცვლილების შესახებ წინადადებას გადაუგზავნის წევრ სახელმწიფოებს და კონვენციის წევრ სახელმწიფოთა კონფერენციას მისი განხილვისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. წევრ სახელმწიფოთა კონფერენციის სხდომაზე წევრი სახელმწიფოები ყოველმხრივ შეეცდებიან ცვლილებების შეტანის მიზნით წარმოდგენილ თითოეულ წინადადებასთან დაკავშირებით მიაღწიონ კონსენსუსს. თუ კონსენსუსის მიღწევის ყველა მექანიზმი ამოიწურა, ხოლო შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, მაშინ, უკანასკნელი გამოსავლის სახით, ცვლილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე ამ ოქმის წევრ სახელმწიფოთა ორი მესამედი.
2. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციები, მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, სარგებლობენ იმდენი ხმის უფლებით რამდენი მათი წევრი სახელმწიფოც არის ამ ოქმის ხელშემკვრელი მხარე. ასეთ ორგანიზაციებს არ შეუძლიათ ხმის უფლების განხორციელება, თუ მათი წევრი სახელმწიფოები თვითონ ახორციელებენ ამ უფლებას ან პირიქით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ცვლილება ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას წევრი სახელმწიფოების მიერ.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ცვლილება წევრი სახელმწიფოსთვის ძალაში შედის მის მიერ რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტის გენერალურ მდივანთან დეპონირებიდან 90 დღის შემდეგ.
5. ძალაში შესული ცვლილება სავალდებულოა მხოლოდ იმ წევრი სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც გამოთქვეს თანხმობა ამ ცვლილების სავალდებულოობის თაობაზე. სხვა წევრი სახელმწიფოებისთვის სავალდებულო რჩება ამ ოქმის დებულებები და ადრინდელი ცვლილებები, რომელთა რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება მათ მოახდინე