1. წევრი სახელმწიფოები შეეცდებიან ამ ოქმის ინტერპრეტაციასა და გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები გადაწყვიტონ მოლაპარაკების გზით.

2. თუ ამ ოქმის ინტერპრეტაციასა და გამოყენებასთან დაკავშირებით ორ ან მეტ წევრ სახელმწიფოს შორის წარმოშობილი დავის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა მოლაპარაკების გზით გონივრულ ვადაში, მაშინ სადავო საკითხი, ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს მოთხოვნით, შეიძლება გადაეცეს არბიტრაჟს. თუ არბიტრაჟის დანიშვნასთან დაკავშირებით მოთხოვნის წარდგენიდან ექვსი თვის ვადაში დავის მონაწილე წევრი სახელმწიფოები ვერ შეთანხმდნენ ორგანიზაციულ საკითხებზე, მაშინ ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოს შეუძლია საკითხი განსახილველად გადასცეს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს, ამავე სასამართლოს წესდებით დადგენილი წესით.

3. ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს, ამ ოქმის ხელმოწერის, რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების დროს, შეუძლია განაცხადოს, რომ იგი სავალდებულოდ არ მიიჩნევს ამ მუხლის მე-2 პუნქტს. ამ მუხლის მე-2 პუნქტს არ ექნება სავალდებულო ძალა სხვა წევრი სახელმწიფოებისთვისაც იმ წევრ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში, რომელმაც გააკეთა ასეთი დათქმა.

4. ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს, რომელმაც გააკეთა დათქმა ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შეუძლია გააუქმოს იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზ