1. მონაწილე სახელმწიფოები შეეცდებიან, ამ კონვენციის ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა გადაწყვიტონ მოლაპარაკების გზით.
2. ამ კონვენციის ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ორ ან მეტ მონაწილე სახელმწიფოს შორის, რომელიც ვერ გადაწყდა მოლაპარაკების გზით დროის გონივრულ ვადაში, ერთ-ერთი მონაწილე სახელმწიფოს მოთხოვნით, გადაეცემა არბიტრაჟს. თუ არბიტრაჟის მიერ დავის განხილვის მოთხოვნიდან ექვსი თვის განმავლობაში მონაწილე სახელმწიფოები ვერ შეთანხმდებიან არბიტრაჟის ორგანიზებაზე. ამ მონაწილე სახელმწიფოებიდან ნებისმიერს შეუძლია დავა განსახილველად გადასცეს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ამ სასამართლოს წესდებით გათვალისწინებული წესით.
3. ამ კონვენციის ხელმოწერის, რატიფიკაციის, მიღების, დამკიცების ან მასთან მიერთებისას, თითოეულ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია განაცხადოს, რომ იგი არ აღიარებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის სავალდებულოობას. სხვა მონაწილე სახელმწიფოებისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ იქნება სავალდებულო იმ მონაწილე სახელმწიფოსთან მიმართებაში, რომელმაც გააკეთა აღნიშნული დათქმა.
4. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს, რომელმაც გააკეთა დათქმა ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეუძლია ეს დათქმა გააუქმოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გზი