1. მონაწილე სახელმწიფოები მიიღებენ ამ კონვენციის ოპტიმალური იმპლემენტაციისათვის აუცილებელ ზომებს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, საერთაშორისო თანამშრომლობის გზით და მხედველობაში მიიღებენ ორგანიზებული დანაშაულის უარყოფით გავლენას მთლიანად საზოგადოებაზე და მის მდგრად განვითარებაზე.
2. მონაწილე სახელმწიფოები, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ერთმანეთთან, აგრეთვე საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებთან კოორდინირების გზით მიიღებენ კონკრეტულ ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს:
a) განვითარებად ქვეყნებთან სხვადასხვა დონეზე თანამშრომლობის გააქტიურებას ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ამ ქვეყნების შესაძლებლობათა გაძლიერების მიზნით;
b) განვითარებადი ქვეყნების ძალისხმევის მხარადასაჭერად ფინანსური და მატერიალური დახმარების გაფართოებას, რომელიც მიმართული იქნება ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისკენ და ამ ქვეყნების მიერ კონვენციის წარმატებული განხორციელებისაკენ;
c) განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენას, რაც შესაძლებლობას მისცემს დააკმაყოფილონ ამ კონვენციის იმპლემენტაციისათვის საჭირო მოთხოვნები. ამ მიზნით, მონაწილე სახელმწიფოები შეეცდებიან, რეგულარულ და ნებაყოფლობით საფუძველზე მოახდინონ თანხჟების გადარიცხვა გაერთიანებული ერების შესაბამისი ფონდის ანგარიშზე. მონაწილე სახელმწიფოებმა ასევე შეიძლება განსაკუთრებული განხილვის საგნად აქციონ მათი შიდა კანონმდებლობით და ამ კონვენციით დადგენილი წესით, აღნიშნულ ანგარიშზე ამ კონვენციის შესაბამისად კონფისკაციაქმნილი თანხების ანდა დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების ან ქონების შესაბამისი ფულადი ეკვივალენტის ნაწილის გადარიცხვის შესაძლებლობა;
d) საჭიროების მიხედვით, სხვა სახელმწიფოების და ფინანსური დაწესებულებების წახალისებას და დარწმუნებას, რომ ისინი შეუერთდნენ ამ მუხლში აღნიშნულ საერთო ძალისხმევას. კერძოდ, განვითარებადი ქვეყნები უზრუნველყონ კადრების მოსამზადებელი პროგარმებით და თანამედრვოე აღჭურვილობით, რაც დაეხმარება მათ ამ კონვენციის მიზნების მიღწევაში.
3. რამდენადაც ეს შესაძლებელია, ეს ზომები ხელს არ შეუშლის არსებულ საერთაშორისო დახმარების თუ სხვა ფინანსური თანამშრომლობის პროგრამებს ორმხრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე.
4. მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ დადონ ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებები ან შეთანხმებები მატერიალურ-ტექნიკური დახმარების შესახებ, რომლის დროსაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ფინანსური მხარე, რაც აუცილებელია ამ კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო თანამშრომლობის ეფექტურად წარმართვისთვის და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენისა და კონტროლისათვი