1. უფლებამოსილმა ორგანოებმა ხელი უნდა შეუწყონ საბაჟო წესების დარღვევების გამოძიებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ თავიანთ მოხელეებს ერთმანეთთან პირადი და პირდაპირი ურთიერთობების დამყარებაში.

2. უფლებამოსილი ორგანოები ერთობლივად შეიმუშავებენ კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლებიც გაამარტივებენ ამ შეთანხმების იმპლემენტაციას.

3. ნებისმიერი სირთულე ან დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა ან გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციების ან მოლაპარაკებების გზი