1. ამ შეთანხმების საფუძველზე მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ხელშემკვრელი მხარეების უფლებამოსილი ორგანოების მიერ და მხოლოდ ამ შეთანხმების მიზნებისათვის, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ინფორმაციის მიმწოდებელი უფლებამოსილი ორგანო წერილობით ნებართვას გასცემს სხვა ორგანოების მიერ ან სხვა მიზნებისათვის მისი გამოყენების თაობაზე.

2. ამ შეთანხმების საფუძველზე მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია მიიჩნევა კონფიდენციალურად და ენიჭება კონფიდენციალურობისა და დაცვის იგივე ხარისხი, როგორიც ენიჭება ხელშემკვრელ სახელმწიფოს შიდასდახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებულ მსგავს ინფორმაციას.

3. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილ ორგანოს ამ შეთანხმების მიზნებისა და მოქმედების სფეროს შესაბამისად, შეუძლია გამოიყენოს ამ შეთანხმების შესაბამისად მიღებული ინფორმაცია და დოკუმენტები მტკიცებულების სახით თავის ოქმებში, ანგარიშებსა და მოწმის სახით მიცემულ ჩვენებებში, ასევე სასამართლოს წინაშე განხილვისა და ბრალდებისა