1. წერილობითი მოთხოვნით, მოთხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანოს მიერ სპეციალურად დანიშნულ მოხელეებს შეუძლიათ მოთხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანოს ნებართვით და იმ პირობების გათვალისწინებით, რაც ამ უკანასკნელმა შეიძლება დააწესოს საბაჟო წესების დარღვევის გამოძიების მიზნით:
a) მოთხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანოს ოფისებში შეისწავლონ დოკუმენტები, რეესტრები და სხვა შესაბამისი მონაცემები ამ საბაჟო წესების დარღვევის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად;
b) მიეწოდოთ ამ საბაჟო წესების დარღვევის შესაბამისი დოკუმენტების, რეესტრების და სხვა მონაცემების ასლები;
c) დაესწრონ მოთხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ჩატარებულ გამოძიებას, რომელიც შეესაბამება მოთხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანოს ინტერესებს.
2. თუ მოთხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო სასარგებლოდ ან საჭიროდ მიიჩნევს მოთხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანოს მოხელის დასწრებას, როდესაც მოთხოვნის შესაბამისად ხორციელდება დახმარების ღონისძიებები, ის ამის შესახებ აცნობებს მოთხოვნის წარმდგენ უფლებამოსილ ორგანო