თხოვნის წარმდგენი ადმინისტრაციის მიერ სპეციალურად დანიშნულ უფლებამოსილ პირებს, წერილობითი თხოვნის საფუძველზე, თხოვნის მიმღები ადმინისტრაციის ნებართვით, მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით და მის მიერ დადგენილი პირობების გათვალისწინებით, საბაჟო სამართალდარღვევის გამოძიების მიზნით შეუძლიათ:
a) თხოვნის მიმღები ადმინისტრაციის ოფისებში გაეცნონ დოკუმენტებსა და საბაჟო სამართალდარღვევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა ინფორმაციას და გადაიღონ მათი ასლები;
b) დაესწრონ თხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე თხოვნის მიმღები ადმინისტრაციის მიერ იმ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პროცესს, რომელიც შედის თხოვნის წარმდგენი ადმინისტრაციის ინტერესებშ