ყოფნა თხოვნის მიმღები ადმინისტრაციის მიწვევით
1. თხოვნის შესაბამისად, როდესაც თხოვნის მიმღები ადმინისტრაცია მიზანშეწონილად ან აუცილებლად მიიჩნევს თხოვნის წარმდგენი ადმინისტრაციის უფლებამოსილი პირის დასწრებას დახმარების აღმოჩენის ღონისძიებების ჩატარების დროს, მან აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობოს თხოვნის წარმდგენ ადმინისტრაციას და მიიწვიოს მონაწილეობის მისაღებად. ამგვარი მონაწილეობა განისაზღვრება ამ შეთანხმების მე-19 და 21-ე მუხლებით და თხოვნის მიმღები ადმინისტრაციის მიერ დადგენილი პირობებით.
2. საბაჟო ადმინისტრაციებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმებით და 26-ე მუხლის გათვალისწინებით გაზარდონ მიწვეული უფლებამოსილი პირის ფუნქცია საკონსულტაციო ფუნქციისგან განსხვავები