ყოფნა თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახურის მიწვევით

1. როდესაც თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახური მიზანშეწონილად ან აუცილებლად მიიჩნევს თხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახურის წარმომადგენლის დასწრებას დახმარების აღმოჩენის ღონისძიებების ჩატარების დროს, მან აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობოს თხოვნის წარმდგენ საბაჟო სამსახურს და მიიწვიოს მისი წარმომადგენელი. ამგვარი მონაწილეობა ექვემდებარება თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახურის მიერ დადგენილ პირობებსა და წესებს.

2. საბაჟო სამსახურებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმებით ამ შეთანხმების 22-ე მუხლის შესაბამისად გაზარდონ მიწვეული წარმომადგენლის ფუნქცია, კერძოდ, საკონსულტაციო ფუნქცი