1. ამ შეთანხმების საფუძველზე მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ხელშემკვრელი მხარეების საბაჟო სამსახურების მიერ და მხოლოდ ამ შეთანხმების მიზნებისათვის, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ინფორმაციის მიმწოდებელი საბაჟო სამსახური ამ ინფორმაციის გამოყენების თაობაზე უფლებამოსილებას გადასცემს სხვა ორგანოებს.

2. ამ შეთანხმების საფუძველზე მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია მიიჩნევა კონფიდენციალურად და ისარგებლებს იგივე დონის კონფიდენციალურობითა და დაცვით, როგორითაც სარგებლობს მსგავსი ინფორმაცია იმ ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, რომლის მიერაც ეს ინფორმაცია იქნა მიღებულ