1. თუ ამ შეთანხმების საფუძველზე წარმოდგენილი თხოვნა დახმარების თაობაზე არღვევს ან ეწინააღმდეგება თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ქვეყნის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, სახელმწიფო პოლიტიკას ან ნებისმიერ სხვა მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესს ან ზიანს აყენებს კანონიერ კომერციულ ან პროფესიულ ინტერესებს, ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია უარი თქვას დახმარების გაწევაზე, ან სიტუაციიდან გამომდინარე, დახმარება შეზღუდოს გარკვეული პირობებით.
2. დახმარების გაწევა შეიძლება გადაიდოს თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან შეიძლება ხელი შეუშალოს მიმდინარე ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, სამართალწარმოებას ან სასამართლო წარმოებას. ამ შემთხვევაში, თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახური კონსულტაციებს გამართავს თხოვნის წარმდგენ საბაჟო სამსახურთან, რათა განისაზღვროს შესაძლოა თუ არა აღნიშნული დახმარების გაწევა თხოვნის მიმღები საბაჟო სამსახურის მიერ წამოყენებული პირობების გათვალისწინებით.
3. დახმარებაზე უარის თქმის ან მისი გადავადების შემთხვევაში, უნდა მოხდეს შესაბამისი მიზეზების შეტყობინება თხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახურისათვი