1. თუ ამ შეთანხმების საფუძველზე წარმოდგენილი თხოვნა დახმარების თაობაზე არღვევს ან ეწინააღმდეგება თხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, სახელმწიფო პოლიტიკას ან ნებისმიერ სხვა მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესს ან ზიანს აყენებს კანონიერ კომერციულ ან პროფესიულ ინტერესებს, მხარეს შეუძლია უარი თქვას დახმარების გაწევაზე, ან, საჭიროებიდან გამომდინარე, უზრუნველყოს დახმარება გარკვეული პირობებით.
2. დახმარების გაწევა შეიძლება გადაიდოს, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან შეიძლება ხელი შეუშალოს მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, სისხლის სამართლის საქმის წარმოებას ან სასამართლო წარმოებას. ამ შემთხვევაში, თხოვნის მიმღები მხარის საბაჟო ადმინისტრაცია კონსულტაციებს გამართავს თხოვნის წარმდგენ მხარის საბაჟო ადმინისტრაციასთან, რათა განისაზღვროს შესაძლოა თუ არა აღნიშნული დახმარების გაწევა თხოვნის მიმღები საბაჟო ადმინისტრაციის მიერ წამოყენებული პირობების გათვალისწინებით.
3. დახმარებაზე უარის თქმის ან მისი გადავადების შემთხვევაში, უარის თქმა ან გადავადება დაუყოვნებლივ წერილობით ფორმით უნდა ეცნობოს თხოვნის წარმდგენ მხარე