1. თუ თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის აზრით, თხოვნის შესრულება არღვევს მის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან ნებისმიერ სხვა მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესს, ან გამოიწვევს სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოების დარღვევას, დახმარება შეიძლება უარყოფილ იქნეს ან შესრულება განპირობებულ იქნეს განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შესაბამისად.
2. თუ თხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანო ითხოვს დახმარებას, რომელსაც თხოვნის მიღებისას თვითონაც ვერ შეასრულებდა, მან ამის თაობაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება თხოვნაში. ასეთი სახის თხოვნა შესრულდება თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანოს შეხედულებისამებრ.
3. დახმარების გაწევა შეიძლება გადაიდოს თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანოს მიერ, იმის საფუძველზე, რომ ის ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, სისხლის სამართლებრივ დევნას ან სასამართლო წარმოებას. ასეთ შემთხვევაში, თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო კონსულტაციებს გამართავს თხოვნის წარმდგენ უფლებამოსილ ორგანოსთან, რათა განისაზღვროს, შესაძლოა თუ არა აღნიშნული დახმარების გაწევა თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანოს მიერ წამოყენებული პირობების გათვალისწინებით.
4. დახმარებაზე უარის განცხადების ან შეჩერების შემთხვევაში, გადაწყვეტილება და მიზეზები დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს თხოვნის წარმდგენ უფლებამოსილ ორგანო