1. მხარებს შეუძლიათ უარი განაცხადონ ოქმის თანახმად დახმარების გაწევაზე, თუ ასეთმა დახმარებამ შეიძლება:
ა) ზიანი მიაყენოს საქართველოს ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს სუვერენიტეტს, რომელთაც ამ ოქმის დებულებების თანახმად ეთხოვათ დახმარება;
ბ) ზიანი მიაყენონ სახელმწიფო პოლიტიკის, უშიშროების ან სხვა განსაკუთრებულ ინტერესებს, კერძოდ იმ შემთხვევებში, რომლებიც 10(2) მუხლის დებულებებით არის განსაზღვრული;
გ) გამოიწვიოს საბაჟო გადასახადის შესახებ საკანონმდებლო აქტებისგან განსხვავებული სავალუტო ან საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენება; ან
დ) გაამჟღავნოს სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება.
2. როდესაც მთხოვნელი უფლებამოსილი ორგანო ითხოვს ისეთ დახმარებას, რომლის გაწევაც ამგვარი თხოვნის შემთხვევაში თვითონ არ ძალუძს, იგი ამ ფაქტზე გაამახვილებს ყურადღებას თავის თხოვნაში. შემდეგ თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო თვითონ გადაწყვეტს, თუ როგორ უპასუხოს ამგვარ თხოვნას.
3. დახმარების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება და მისი მიღების მიზეზი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მთხოვნელ უფლებამოსილ ორგანოს