მე-10 მუხლი არ ეწინააღმდეგება, რომ ევროკავშირის ერთ ან მეტ წევრ სახელმწიფოსა და საქართვეოს შორის დადებული შეთანხმებები ირმხრივი დახმარების შესახებ არ დაარღვევს გაერთიანების იმ დებულებებს, რომლითაც იმართება ევროკომისიის კომპეტენტურ სამსახურებსა და წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ საბაჟო ორგანოებს შორის საბაჟო საკითხებთან დაკავშირებული ისეთი ინფორმაციის გაცვლა, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს გაერთიანების ინტერესს.
საბოლოო აქტი
სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა
ბელგიის სამეფოსი
დანიის სამეფოსი
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა
საბერძნეთის რესპუბლიკისა
ესპანეთის სამეფოსი
საფრანფეთის რესპუბლიკისა
ირლანდიისა
იტალიის რესპუბლიკისა
ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოსი
ნიდერლანდების სამეფოსი
ავსტრიის რესპუბლიკისა
პორტუგალიის რესპუბლიკისა
ფინეთის რესპუბლიკისა
შვედეთის სამეფოსი
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსი
ევროპის გაერთიანების, ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების მონაწილე მხარეებისა, შემდგომში „წევრ სახელმწიფოებად“ წოდებულნი, და
ევროპის გაერთიანებისა, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებისა და ევროპის ქვანახშირის და ფოლადის გაერთიანებისა, აქ და შემდგომში წოდებულნი „გაერთიანებად“,ერთის მხრივ, და
საქართველოს სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა
მეორეს მხრივ,1996 წლის 22 აპრილს ლუქსემბურგში პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერისათვის შეხვედრისას, რომელიც შემდგომ იწოდება „შეთანხმებად“, და რომლითაც მყარდება პარტნიორობა, ერთის მხრივ, ევროპის გაერთიანებებსა და მათ წევრ სახელმწიფოებს და, მეორეს მხრივ, საქართველოს შორის, მოიწონეს შემდეგი ტექსტები:
შეთანხმება, მისი დანართები და თანდართული ოქმი:
ოქმი საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციულ ორგანოთა შორის ურთიერთობების შესახებ.
წევრი სახელმწიფოებისა და გაერთიანების სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა და საქართველოს სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა მოიწონეს ქვემოთ ჩამოთვლილი და ამ საბოლოო აქტისადმი თანდართული ერთობლივი განცხადების ტექსტები:
ერთობლივი განცხადება შეთანხმების მე-6 მუხლთან დაკავშირებით;
ერთობლივი განცხადება შეთანხმების მე-15 მუხლთან დაკავშირებით;
ერთობლივი განცხადება 25(ბ)-ე და 36-ე მუხლებში ხსენებული „კონტროლის“ ცნების შესახებ;
ერთობლივი განცხადება შეთახმების 35-ე მუხლთან დაკავშირებით;
ერთობლივი განცხადება შეთანხმების 42-ე მუხლთან დაკავშირებით;
ერთობლივი განცხადება შეთანხმებს 98-ე მუხლთან დაკავშირებით.
წევრი ქვეყნებისა და გაერთიანების სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა და საქართველოს სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა მხედველობაში მიიღეს ამ საბოლოო აქტისადმი თანდართული შემდეგი განცხადება:
საფრანგეთის მთავრობის განცხადება
ერთობლივი განცხადება მე-6 მუხლთან დაკავშირებით
თუ მხარეები შეთანხმდებიან, რომ პირობები მოითხოვს შეხვედრას უმაღლეს დონეზე, ეს შეხვედრა გაიმართება ad hoc საფუძველზე.
ერთობლივი განცხადება მე-15 მუხლთან დაკავშირებით
სანამ საქართველო შეუერთდება მსო-ს, მხარეები თანამშრომლობის კომიტეტის ფაარგლებში გამართავენ კონსულტაციებს საიმპორტო ტარიფების პოლიტიკისა და სატარიფო დაცვაში ცვლილებების შეტანის შესახებ, კერძოდ, ასეთი კონსულტაციები მოეწყობა სატარიფო დაცვის გაზრდამდე.
ერთობლივი განცხადება 25(ბ)-ე და 36-ე მუხლებში ხსენებული „კონტროლის“ ცნების შესახებ
1. მხარეები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას, რომ კონტროლის საკითხი თითოეულ შემთხვევაშიფაქტობრივ თავისებურებებზეა დამოკიდებული.
2. მაგალითად, კომპანია მიიჩნევა როგორც მეორე კომპანიის „კონტროლს დაქვემდებარებული“, შესაბამისად ამ კომპანიის შვილეული საწარმოც, იმ შემთხვევაში, თუ:
● მეორე კომპანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ხმათა უმეტესობას; ან
● მეორე კომპანიას აქვს უფლება დანიშნოს ან გაათავისუფლოს ადმინისტრაციული ორგანოს, მენეჯმენტის ორგანოს ან ზედამხედველი ორგანოს უმრავლესობა და იმავდროულად არის აქციონერი ან ფილიალის წევრი.
3. ორივე მხარე მე-2 პარაგრაფის კრიტერიუმებს არ მიიჩნევს ამომწურავად.
ერთობლივი განცხადება შეთახმების 35-ე მუხლთან დაკავშირებით
მხოლოდ გარკვეული მხარის მოქალაქეებისა და არა სხვა მხარეთა მოქალაქეებისათვის ვიზის მოთხოვნის ფაქტი არ იქნება მიჩნეული, როგორც გარკვეული ვალდებულებებიდან გამომდინარე სარგებლიანობის ანულირება ან დარღვევა.
ერთობლივი განცხადება შეთანხმების 42-ე მუხლთან დაკავშირებით
შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, მხარეები თანხმდებიან, რომ ინტელექტუალური, კომერციული, სამრეწველო საკუთრება, კერძოდ, მოიცავს საავტორო უფლებებს, მათ შორის საავტორო უფლებას კომპიუტერულ პროგრამებზე, და მომიჯნავე უფლებებს, პატენტებთან, სამრეწველო დიზაინთან, გეოგრაფიულ მაჩვენებლებთან დაკავშირებულ უფლებებს, წარმოშობის, სავაჭრო ნიშნებისა და მომსახურების ნიშნების, ინტეგრირებული ციკლის ტოპოგრაფიების, აგრეთვე არასამართლიანი კონკურენციისაგან დაცვას, როგორც ეს მოხსენიებულია პარიზის სამრეწველო საკუთრების შესახებკონვენციის მე-10bis მუხლში, და „ნოუ-ჰაუს“ გაუმჟღავნებელი ინფორმაციის დაცვას.
ერთობლივი განცხადება შეთანხმებს 98-ე მუხლთან დაკავშირებით
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მართებული გაგებისათვის და პრაქტიკული გამოყენებისათვის ტერმინი „გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში“, რომელსაც შეიცავს 98-ე მუხლი, გულისხმობს ერთ-ერთი მხარის მიერ შეთანხმების მატერიალურ დარღვევას.
შეთანხმების მატერიალური დარღვევა ნიშნავს:
ა) შეთანხმების უარყოფას, რაც საერთაშორისო სამართლის კანონებით ნებადართული არ არის; ან
ბ) მე-2 მუხლში წარმოდგენილი შეთანხმების ძირითადი ელემენტების დარღვევას.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ 98-ე მუხლში ხსენებული „შესაბამისი ზომები“ საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად მიღებული ზომებია. თუ მხარე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მიიღებს ზომებს 98-ე მუხლის თანახმად, მეორე მხარეს შეუძლია მიმართოს დავის გადაწყვეტის პროცედურას.
გაერთიანებასა და საქართველოს შორის წერილების გაცვლა კომპანიების დაფუძნებასთან დაკავშირებით
ა. საქართველოს მთავრობის წერილი
ძვირფასო ბატონო,მოგმართავთ პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც ვერიფიცირებულია 1995 წლის 15 დეკემბერს.
როგორც აღვნიშნე მოლაპარაკების დროს, საქართველო გაერთიანების კომპანიებს დაარსებისა და საქმიანობისათვის ანიჭებს პროვოლეგიებს გარკვეულ შემთხვევებში. ჩემის აზრით, ეს არის გამოხატულება საქართველოს პოლიტიკისა, რათა ყოველნაირად შეუწყოს ხელი გაერთიანების კომპანიების დაფუძნებას საქართველოში.
ამის გათვალისწინებით, ჩემის აზრით, შეთანხმების პარაფირებასა და კომპანიების დაფუძნებასთან დაკავშირებული შესაბამისი მუხლების ძალაში შესვლამდე არსებულ პერიოდში, საქართველო არ მიიღებს ისეთ ზომებს ან ნორმატიულ აქტებს, რომლებიც შეცვლიან შეთანხმების პარაფირებისას არსებულ სიტუაციას გაერთიანების კომპანიებისათვის საქართველოს ან მესამე ქვეყნების კომპანიებთან მიმათებაში, დისკრიმინაციის დაწესების ან მისი გაუარესების მიმართულებით.
დავალებული ვიქნები, თუ დაადასტურებთ ამ წერილის მიღებას.
მიიღეთ, ბატონო, რწმუნება ჩემის ღრმა პატივისცემისა.
საქართველოს მთავრობის სახელით
ევროპის გაერთიანების წერილი
ძვირფასო ბატონო,მადლობას მოგახსენებთ თქვენი დღრევანდელი წერიილსათვის, რომელიც შემდეგნაირად იკითხება:
„მოგმართავთ პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც ვერიფიცირებულია 1995 წლის 15 დეკემბერს.
როგორც აღვნიშნე მოლაპარაკების დროს, საქართველო გაერთიანების კომპანიებს დაარსებისა და საქმიანობისათვის ანიჭებს პროვოლეგიებს გარკვეულ შემთხვევებში. ჩემის აზრით, ეს არის გამოხატულება საქართველოს პოლიტიკისა, რათა ყოველნაირად შეუწყოს ხელი გაერთიანების კომპანიების დაფუძნებას საქართველოში.
ამის გათვალისწინებით, ჩემის აზრით, შეთანხმების პარაფირებასა და კომპანიების დაფუძნებასთან დაკავშირებული შესაბამისი მუხლების ძალაში შესვლამდე არსებულ პერიოდში, საქართველო არ მიიღებს ისეთ ზომებს ან ნორმატიულ აქტებს, რომლებიც შეცვლიან შეთანხმების პარაფირებისას არსებულ სიტუაციას გაერთიანების კომპანიებისათვის საქართველოს ან მესამე ქვეყნების კომპანიებთან მიმათებაში, დისკრიმინაციის დაწესების ან მისი გაუარესების მიმართულებით.
დავალებული ვიქნები, თუ დაადასტურებთ ამ წერილის მიღებას“.
მიიღეთ, ბატონო, რწმუნება ჩემის ღრმა პატივისცემისა.
საქართველოს მთავრობის სახელით
საფრანგეთის მთავრობის განცხადება
საფრანგეთის რესპუბლიკა აღნიშნავს, რომ ევროპის გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქართველოსთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება არ ეხება ევროპის გაერთიანებასთან ასოცირებულ ზღვისგადაღმა ქვეყნებსა და ტერიტორიებს
შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.
მუხლი 14. დამატება
კარი 9 — ინსტიტუციური, ზოგადი და დასკვნითი დებულებები
მეზობელი მუხლები
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.“, მუხლი 14. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1212956/muxli-14-2/