1. ამ მუხლის თანახმად ნებისმიერი ფორმით გადაცემულ ინფორმაციას კონფიდენციალური ან შეზღუდული ხასიათი აქვს, ყოველი მხარისათვის დამახასიათებელი წესების შესაბამისად. ეს ინფორმაცია დაცული იქნება ოფიციალური საიდუმლოების ვალდებულებით და მიმღები მხარის შესაბამისი მსგავსი ინფორმაციის მიმართ მოქმედი კანონებით, აგრეთვე გაერთიანების ორგანოების მიმართ მოქმედი შესაბამისი დებულებებით.
2. პირადი ინფორმაცია შეიძლება გაიცვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმღები მხარე კისრულობს ვალდებულებას დაიცვას აღნიშნული ინფორმაცია მიმწოდებელი მონაწილე მხარის მიერ გატარებულ ეკვივალენტურ დონეზე.
3. მიღებული ინფორმაცია გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ამ ოქმის მიზნებისათვის. როდესაც ერთ-ერთი მონაწილე მხარე მოითხოვს ამ ინფორმაციის გამოყენებას სხვა მიზნებისათვის, მან მეორე მხარეს უნდა მოსთხოვოს ინფორმაციის მომწოდებელი უფლებამოსილი ორგანოს წინასწარი წერილობითი თანხმობა. უფრო მეტიც, მან უნდა იმქმედოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი ნებისმიერი შეზღუდვების ფარგლებში.
4. მე-3 პარაგრაფი არ ეწინააღმდეგება ინფორმაციის გამოყენებას ნებისმიერ იურიდიულ და ადმინისტრაციულ პროცედურებში, რომლებსაც მიმართავენ საბაჟო კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამო დაშვებული შეცდომებისათვის. ამ ინფორმაციის მიმწოდებელ კომპეტენტურ ორგანოს ეცნობება ასეთი გამოყენების შესახებ.
5. მონაწილე მხარეებს შეუძლიათ ჩვენებების, მოწმობების და მოხსენებების, სასამართლო საქმის წარმოებისა და სასამართლოს წინაშე აღძრული საქმეების შესახებ თავიანთ ჩანაწერებში გამოიყენონ როგორც მხილებები ამ ოქმის დებულებების თანახმად მიღებული ინფორმაცია და დოკუმენტები
შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.
მუხლი 10. ინფორმაციის გაცვლა და კონფიდენციალობა
კარი 9 — ინსტიტუციური, ზოგადი და დასკვნითი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. სპონტანური დახმარება
- მუხლი 5. მიწოდება-შეტყობინება
- მუხლი 6. დახმარებისათვის თხოვნის ფორმა და შინაარსი
- მუხლი 7. თხოვნების შესრულება
- მუხლი 8. მისაწოდებელი ინფორმაციის ფორმა
- მუხლი 9. გამონაკლისები დახმარების გაწევის ვალდებულებებში
- მუხლი 11. ექსპერტები და მოწმეები
- მუხლი 13. შესრულება
- მუხლი 14. დამატება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.“, მუხლი 10. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1212956/muxli-10-2/