1. ამ ოქმის თანახმად თხოვნა იგზავნება წერილობითი ფორმით და თან უნდა ერთვოდეს ყველა საჭირო დოკუმენტი. საჭიროემისამებრ, სასწრაფო სიტუაციის შემთხვევაში, შეიძლება მიღებულ იქნას ზეპირი თხოვნა, რომელიც დაუყოვნებლივ დადასტურებულ უნდა იქნას წერილობით.
2. თხოვნა პირველი პარაგრაფის მიხედვით მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) თხოვნის გამგზავნი უფლებამოსილი ორგანო;
ბ) ღონისძიებანი თხოვნის საფუძველზე;
გ) თხოვნის ობიექტი და მიზეზი;
დ) ამასთან დაკავშირებული კანონები, წესები და სხვა საკანონმდებლო ელემენტები;
ე) მაქსიმალურად ზუსტი და ყოვლისმომცველი მნაცემების მიწოდება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შესახებ, რომლებიც არიან გამოძიების ობიექტები;
ვ) შესაბამისი ფაქტებისა და უკვე განხორციელებული გამოძიების რეზიუმე, მე-5 მუხლში მოცემული შემთხვევების გარდა.
3. თხოვნა გაგზავნილ იქნება თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ენაზე ან ამგვარი ორგანოსათვის მისაღებ ენაზე.
4. თუ თხოვნა არ შეესაბამება ფორმალურ მოთხოვნებს, შესაძლებელია მოთხოვნილი იქნას მისი შესწორება ან სრულყოფა; მიუხედავად ამისა შესაძლებელია მიღებულ იქნას წინასწარი გამაფრთხილებელი ზომები