დანართების სია
1 დანართი
დამოუკიდებელი სახელმწიფოებისათვის საქართველოს მიერ მე-9(3) მუხლის თანახმად მინიჭებულ უპირატესობათა აღმნიშვნელი სია
2 დანართი
ინტელექტუალურ, სამრეწველო და კომერციულ საკუთრებათა დაცვის კონვენციები (მუხლი 42)
3 დანართი
26(3) მუხლში მითითებული ფინანსური სამსახურები
4 დანართი
გაერთიანების პირობები 23 (2) მუხლთან დაკავშირებით
5 დანართი
საქართველო პირობები 23 (4) მუხლთან დაკავშირებით
1 დანართი
დამოუკიდებელი სახელმწიფოებისათვის საქართველოს მიერ მე-9(3) მუხლის თანახმად მინიჭებულ უპირატესობათა აღმნიშვნელი სია
ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფო:
1. განთავისუფლებულია საიმპორტო გადასახადებისაგან;
2. დამატებითი ღირებულების გადასახადი და აქციზი არ შეეხება იმპორტს’
3. არაკომერციული ოპერაციების სპეციალური სისტემა, ამ ოპერაციებიდან გამომდინარე ანგარიშსწორების ჩათვლით.
2 დანართი
ინტელექტუალურ, სამრეწველო და კომერციულ საკუთრებათა კონვენციები (მუხლი 42)
1. 42-ე მუხლის მე-2 პარაგრაფი შეეხება შემდეგ მრავალმხრივ კონვენციებს:
● საერთაშორისო კონვენცია შემსრულებლების, ფონოგრამებისა და სამაუწყებლო ორგანიზაციების მეწარმეთა დაცვის შესახებ (რომი, 1961 წ.);
● ოქმი, რომელიც უკავშირდება მადრიდის შეთანხმებას ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის თაობაზე (მადრიდი, 1989 წ.);
● ნიცის შეთანხმება, რომელიც ეხება საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციას ფულადი ნიშნების რეგისტრაციის მიზნით (ჟენევა, 1977 წ, შესწორებულია 1979 წ.);
● ბუდაპეშტის ხელშეკრულება მიკროორგანიზაციების საერთაშორისო ცნობის თაობაზე საპატენტო პროცედურათა მიზნებისათვის *1977 წ., განახლებულია 1980 წ.);
● საერთაშორისო კონვენცია ნარგავების ახალი ჯიშების დასაცავად (UPOV) (ჟენევის აქტი, 1991 წ.).
2. თანამშრომლობის საბჭომ გაუწიოს რეკომენდაცია, რომ 42-ე მუხლის მე-2 პარაგრაფი გამოყენებულ იქნას სხვა მრავალმხრივი კონვენციების მიმართ. იმ შემთხვევაში თუ ინტელექტუალური, სამრეწველო და კომერციული საკითხების სფეროებში წამოიჭრება პრობლემები, რომლებიც ზეგავლენას მოახდენს სავაჭრო პირობებზე, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით ჩატარდება სასწრაფო კონსულტაციები ორმხრივ დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილების მიღწევუს მიზნით.
3. მხარეები ადასტურებენ იმ ვალდებულებების მნიშვნელობას, რომლებიც შემდეგი მრავალმხრივი კონვენციებიდან გამომდინარეობს:
● ბერნის კონვენცია ლიტერატურისა და ხელოვნების ნიმუშების დაცვის შესახებ (პარიზის აქტი, 1971 წ.);
● პარიზის კონვენცია სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ (სტოკჰოლმის აქტი, 1967 წ. და შესწორებულია 1979 წ.);
● მადრიდის შეთანხმება, რომელიც ეხება ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციას (სტოკჰოლმის აქტი, 1967 წ. და შესწორებულია 1979 წ.);
● საპატენტო თანამშრომლობის ხელშეკრულება (ვაშინგტონი1970 წ., შესწორებულია 1979 წ. და მოდიფიცირებულია 1984 წ.).
4. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან საქართველო მიანიჭებს გაერთიანების ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს, ინტელექტუალური, სანრეწველო და კომერციული საკუთრების აღიარებისა და დაცვის სფეროში არანაკლები უპირატესობის რეჟიმს, ვიდრე იგი ანიჭებს ნებისმიერ მესამე ქვეყანას ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.
5. მე-4 პრაგრაფის დებულებები არ ითვალისწინებს იმ უპირატესობებს, რომლებიც საქართველომ მიანიჭა რომელიმე მესამე ქვეყანას ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე ან იმ უპირატესობებს, რომლებიც საქართველომ მიანიჭა ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყანას.
3 დანართი
26(3) მუხლში მითითებუილ ფინანსური მომსახურება
ფინანსური მომსახურება არის ყველა სახის ფინანსური მომსახურება შემოთავაზებული ერთ-ერთი დამფინანსებელი მხარის მიერ. ფინანსური მომსახურება მოიცავს შემდეგი სახის საქმიანობას:
ა. ყველა სახის დაზღვევა და დაზღვევასთან დაკავშირებული საქმიანობა
1. პირდაპირი დაზღვევა (ორმხრივი დაზღვევის ჩათვლით).
ა) სიცოცხლის
ბ) არა-სიცოცხლის
2. ხელახალი დაზღვევა და რეტროცესია.
3. სადაზღვევო შუამდგომლობა, როგორიცაა მაკლერობა და შუამავლობა.
4. დაზღვევის დამხმარე მომსახურება, ისეთი, როგორიცაა კონსულტაცია, აქტუარია, რისკის შეფასება და სარჩელის მოგვარებისსამსახური.
ბ. საბანკო და სხვა ფინანსური მომსახურება (გარდა დაზღვევისა)
1. საზოგდოებიდან დეპოზიტებისა და ანაზღაურებაზე დაქვემდებარებული ფონდების მიღება.
2. გასესხების ყველა სახე, მომხმარებლის კრედიტი, საგირაო კრედიტი, კომერციულ გარიგებათა წარმოება და დაფინანსება.
3. ფინანსური იჯარა.
4. ყველა საგადასახადო და ფულადი გადარიცხვის მომსახურება, მატ შორის საკრედიტო გადასახადისა და დებიტის ბარათები, ტურისტული ჩეკები და საბანკო დრაფტები.
5. გარანტიები და ვალდებულებები.
6. ვაჭრობა საკუთარი ან კლიენტის სახელით, სავალუტო ან საფონდო ბირაჯაზე შემდეგით:
ა) ფინანსური ბაზრის ინსტრუმენტები (ჩეკები, სერტიფიკატები, დეპოზიტები და სხვ.);
ბ) უცხოური ვალუტა;
გ) პროდუქტები, რომლებიც მოიცავს, მაგრამ არ იფარგლება მხოლოდ ფიუჩერსებითა და ოპციონებით;
დ) სავალუტო კურსები და საპროცენტო განაკვეთების ინსტრუმენტები, იმ პროდუქტების ჩათვლით, როგორიცაა გაცვლა, ფიუჩერსული საპროცენტო განაკვეთების შეთანხმებები;
ე) მოლაპარაკების ქვემდებარე სხვა ინსტრუმენტები და ფინანსური აქტივები ოქროს ჩათვლით.
7. აგენტის სახით (კერძო ან სახელმწიფო) მონაწილეობა ყველა სახის ფასიანი ქაღალდების საკითხებში, მათ შორის სადაზღვევოდ მიღება და დაბანდება და ამ საქმიანობასთან დაკავშირებუილ მომსახურებით უზრუნველყოფა.
8. ბროკერობა ფულით.
9. აქტივების მენეჯმენტი, როგორიცაა ნაღდი ფული და პორფოლიო მენეჯმენტი, სამეურვეო დეპოზიტებისა და ტრასტების მენეჯმენტი.
10. ფინანსური აქტივების ანგარიშსწორება და კლირინგუილ მომსახურება, პროდუქტები და მოლაპარაკების ქვემდებარე სხვა ინსტრუმენტები .
11. მრჩეველობითი შუამავლობა და 1-10 პუნქტებში ჩამოთვლილი საქმიანობის დამხმარე სხვა ფინანსური მომსახურება, მათ შორის კრედიტის რეფერენსი და კლირინგი, ინვსტიციების და პორტფოლიოს კვლევა და რჩევების მიწოდება, აკვიზიციასთან და კორპორაციის რესტრუქტურიზაციასთან და სტრატეგიასთან დაკავშირებული რეკომენდაცია.
12. ფინანსებთან დაკავშირებუილ ინფორმაციით მომარაგება და მისი ტრანსფერი და სხვა საფინანსო მომსახურების მიმწოდებლების მიერფინანსური მონაცემების კომპიუტერული დამუშავება.
ფინანსური განმარტებებიდან გამორიცხულია შემდეგი სახის საქმიანობა:
ა) ცენტრალური ბანკის ან სხვა სახელმწიფო დაწესებულების მიერ სავალუტო და გაცვლის კურსის დადგენის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები;
ბ) ცენტრალური ბანკის, სამთავრობო სააგენტოების ან დეპარტამენტების, ან სახელმწიფო დაწესებულებების მიერ გატარებული ღონისძიებები მთავრობის ანგარიშისათვისან სამთავრობო გარანტიებით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ საქმიანობას ახორციელებს ფინანსური მომსახურების მიმწოდებელი ამ სახის სახელმწიფო ერთეულებთან კონკურენციის გზით.
გ) ის საქმიანობები, რომლებიც შეადგენენ კანონით გათვალისწინებულ სოციალური უსაფრთხოების სისტემას ან საპენსიო გეგმის ნაწილს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ საქმიანობებს ახორციელებს ფინანსური მომსახურების მიმწოდებელი ამ სახის სახელმწიფო ერთეულებთან კონკურენციის გზით.
4 დანართი
გაერთიანების პირობები 22-ე მუხლის მე-2 პარაგრაფთან დაკავშირებით
სამთო მრეწველობა
ზოგიერთ წევრ სახელმწიფოებში სამთო და მინერალური წარმოების უფლების მიღებასთან დაკავშირებით კონცესია გაიცემა იმ კომპანიებზე, რომლებიც არ ექვემდებარებიან ევროგაერთიანების კონტროლს.
თევზჭერა
ბიოლოგიური რესურსების მოპოვება და გამოყენება და საზღვაო წყლებში არსებული თევზჭერის ზონები, რომლებიც ექცევა გაერთიანების წევრი სახელმწიფოების სუვერენიტეტის ან იურისდიქციის მოქმედების არეში, შეზღუდულია თევზმჭერი გემებისათვის, რომლებიც ატარებენ გაერთიანების წევრი სახელმწიფოს დროშას და რეგისტრირებულნი არიან გაერთიანების ტერიტორიაზე, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
უძრავი ქონების ყიდვა
ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში უძრავი ქონების შესყიდვა არა-გაერთიანების კომპანიებისათვის ექვემდებარება შეზღუდვებს.
აუდიოვიზუალური მომსახურება რადიოს ჩათვლით
ეროვნული რეჟიმი, რომელიც შეეხება წარმოებასა და განაწილებას, მათ შორის სამაუწყებლო და სხვა სახის გადაცემები, შეიძლება რეზერვირებული იყოს აუდიოვიზუალურ ნაწარმოებებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ წარმოშობასთან დაკავშირებულ გარკვეულ კრიტერიუმებს.
ტელეკომუნიკაციებით მომსახურება, მათ შორის მობილური და სატელიტური მომსახურება.
რეზერვირებული მომსახურება
ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში ბაზარზე შესვლა შეზღუდულია, თუკი ეს დაკავშირებულია დამატებით მომსახურებასა და ინფრასტრუქტურასთან.
პროფესიული მომსახურება
მომსახურება რეზერვირებულია იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელნიც წარმოადგენენ წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს, გარკვეულ პირობებში ამ კომპანიებს შეუძლიათ შექმნან კომპანიები.
სოფლის მეურნეობა
ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში ეროვნუი რეჯიმი არ ვრცელდება არა-ევროგაერთიანების კომპენიებზე და იმათზე, ვისაც განახორციელონ სასოფლო-სამეურნეო წარმოება. ვენახების შეძენა აღნიშნული არა-ევროგაერთიანების კომპანიების მიერ ექვემდებარება ნოტიფიკაციას ან, აუცილებლობის შემთხვევაში, ნებართვას.
ახალი ამბების სააგენტოს მომსახურება
ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში შეზღუდულია უცხოელთა მონაწილეობა საგამომცემლო საზოგადოებებსა და სამაუწყებლო კომპანიებში.
5 დანართი
საქართველოს პირობები 23 (4) მუხლთან დაკავშირებით
1. საქართველოს ამჟამინდელი საინვესტიციო კანონმდებლობა მოითხოვს, რომ უცხოური კომპანიების და საქართველოს იმ კომპანიების ინვესტიციები, სადაც სახელმწიფო არ ფლობს საკონტროლო პაკეტს, ლიცენზირებული იყოს საქართველოს კომპეტენტური ხელისუფლების მიერ. ამგვარი ლიცენზირების გაცემის პირობები, საქართველოს კანონის თანახმად, არ გამოიწვევს დისკრიმინაციას საქართველოსა და კერძო კომპანიებს შორის.
ასეთი ლიცენზირება არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ შეთანხმების 23 (4) მუხლით გათვალისწინებული შეღავათების გაუქმების, ასევე ამ შეთანხმების სხვა რომელიმე პირობის შესრულების შეფერხების ტავიდან აცილების მიზნით. კერძოდ კი მისმა გამოყენებამ ხელი არ უნდა შეუშალოს გაერთიანების კომპანიების დაფუძნებას ეკონომიკური საქმიანობის სფეროში, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც ქვემოთ არის მოცემული. შესაბამისი დასაბუთების გარეშე ლიცენზიის გაუქმება არ შეიძლება. ლიცენზიის ამგვარად გაუქმება შეიძლება გახდეს აპელაციის და, თუ საჭიროა, დავის საფუძველი.
არაუგვიანეს 1998 წლის 31 დეკემბრისა საქართველო თავის კანონმდებლობას შეუსაბამებს სტანდარტულ საერთაშორისო პრაქტიკას, კერძოდ, გაერთიანების კანონმდებლობას. გაერთიანება საქართველოს გაუწევს ტექნიკურ დახმარებას ამ სფეროში. გარდამავალი პერიოდის განმავლობაში საქართველო არ მიმართავს ისეთ ზომებსა და ქმედებებს, რომლებიც გაერთიანების კომპანიების დაარსებისა და ოპერირების პირობებს გახდის იმაზე უფრო შემზღუდველს, ვიდრე ეს იყო შეთანხმების პარაფირების წინა დღეს.
2. უცხოური ინვესტიციები აკრძალულია შემდეგ სფეროებში:
● თავდაცვისა და უშიშროების უზრუნველყოფა;
● ნარკოტიკული და ფსიქოთროპული ნივთიერებების დამზადება და რეალიზაცია;
● ნარკოტიკული და შხამიანი ნივთიერებების შემცველი კულტურების მოყვანა და რეალიზაცია.
3. უცხოურ კომპანიას სჭირდება საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს სპეციალური ნებართვა საქმიანობის განხორციელებისათვის 20 კილომეტრიან სასაზღვრო ზონასა და იმ ზონებში, რომლებსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ საქართველოს ეროვნული უშიშროებისა და გარემოს დაცვისათვის.
4. ქვემოთ ჩამოთვლილ ეკონომიკური საქმიანობის სფეროებში საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს, რომ უცხოური ინვესტიციების მქონე კომპანიაში სახელმწიფოს ჰქონდეს ხმის უფლების მქონე აქციების სულ ცოტა 51% მაინც. ეს პროცენტი შეიძლება შეიცვალოს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით:
● გაზისა და ნავთობსადენების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი ხაზების, სახელმწიფო მნიშვნელობის თბოხაზების და იმ შენობებისა და ობიექტების ექსპლუატაცია, რომლებიც აუცილებელია მათი ფუნქციონირებისათვის;
● საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის საავტომობილო გზებისსა და რკინიგზის, საზღვაო ნავსადგურებისა და აეროპორტების ექსპლუატაცია;ფასიანი ქაღალდების, ფულის ნიშნების, ონეტების და საფოსტო მარკების გამოშვება;
● ავადმყოფების მკურნალობა, რომლებიც დაავადებულნი არიან საშიში და განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებებით, მათ შორის კანოს გადამდები დაავადებებით და ვენერიული სნეულებებით, აგრეთვე ფსიქიკური დაავადებებით;
● ცხოველთა მკურნალობა, რომლებიც დაავადებულნი აიან საშიში დაავადებებით;
● ნედლი სპირტის წარმოება.
5. თუმცა საქართველოს კანონმდებლობა არ ახდენს დისკრიმინაციას უცხოელ ინვესორსა და საქართველოს არასახელმწიფო კომპანიას შორის, მიწის ხანგრძლივ იჯარასთან დაკავშირებით, ამჟამად იგი არ იძლევა მიწის ან ბუნებრივი რესურსების ყიდვის უფლებას.
6. უცხოურ კომპანიებს, რომლებსაც სურთ მოიძიონ ან ექსპლუატაცია გაუწიონ მინერალურ რესურსებს, საქართველოში ან საქართველოს კონტინენტურ შელფზე მოიპოვონ ან ექსპლუატაცია გაუწიონ ბუნებრივ რესურსებს, სჭირდებათ საქართველოს მთავრობის კონცესია.
წინამდებარე დანართის დებულებების გამოყენების პირობები არცერთ შემთხვევაში არ იქნება იმ პირობებზე ნაკლები, რომლებიც მინიჭებული აქვთ მესამე ქვეყნების კომპანიებს. არსებული შეზღუდვების შემცირება გავრცელდება გაერთიანების კომპანიებზე ეროვნუილ რეჟიმის ან უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის საფუძველზე, რომელიც უკეთესია.
საქარტველოს საინვესტიციო კანონმდებლობა მომავალში განვითარდება წინამდებარე შეთანხმების დებულებებისა და სულისკვეთების შესაბამისად, განსაკუთრებით მისი ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით, კომპანიების დაფუძნებასა და საქმიანობის პირობების და სამართლებრივი თანამშრომლობის დებულებათა (1,4 და 5 კარი) შესაბამისად, აგრეთვე კომპანიების დაარსებასთან დაკავშირებით გაერთიანებასა და საქართველოს შორის წერილების გაცვლის შესაბამისად.
ოქმი
საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციულ ორგანოთა შორის ურთიერთდახმარების შესახე