1. მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს თავიანთ კომპეტენციათა ფარგლებში, ოქმით გათვალისწინებული პირობების თანახმად, საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ზომების მიღების, ასეთ დარღვევათა გამომჟღავნებისა და გამოძიების საქმეში.
2. დახმარება საბაჟო საკითხებში ეხება, ამ ოქმის თანახმად, ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია ამ ოქმის განხორციელებისათვის. იგი არ ეწინააღმდეგება კრიმინალურ საკითხებში ურთიერთდახმარების აღიარებულ ნორმებს და არავითარ შემთხვევაში არ დაფარავს სასამართლო ხელისუფლების მოთხოვნით მოპოვებულ ინფორმაციას, თუ არ არსებობს ამაზე სასამართლო ხელისუფლების თანხმობა