1. დახმარებისათვის თხოვნის შესრულების მიზნით თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო იმოქმედებს თავისი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში ისე, თითქოს მოქმედებდა დამოუკიდებლად ან საკუთარი მხარის სხვა უფლებამოსილი ორგანოს თხოვნით, კერძოდ, მიაწვდის მთხოვნელ უფლებამოსილ ორგანოს მის ხელთ უკვე არსებულ ინფორმაციას, ჩაატარებს შესაბამის გამოძიებას ან უზრუნველყოფს მის ჩატარებას. ეს მუხლი ვრცელდება იმ ადმინისტრაციულ ქვედანაყოფზეც, რომელსაც მიმართავს თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო, თუ ამ უკანასკნელს არ ძალუძს იმოქმედოს დამოუკიდებლად.
2. დახმარებისათვის თხოვნა დაკმაყოფილდება თხოვნის მიმღები მხარის კანონების, წესებისა და სხვა საკანონმდებლო ინსტრუმენტების შესაბამისად.
3. ერთი მხარის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილ ოფიციალურ პირებს მეორე მხარესთან შეთანხმებით და ამ უკანასკნელის მიერ დადგენილი პირობების თანახმად, შეუძლიათ მიიღონ თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანოსგან ან ან სხვა ორგანოსაგან, რომელზეც პასუხისმგებელია თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო, საბაჟო ინფორმაცია კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ, რომელიც სჭირდება მთხოვნელ უფლებამოსილ ორგანოს ამ ოქმის მიზნებისათვის.
4. ერთ-ერთი მხარის ოფიციალურ პირებს შეუძლიათ მეორე მონაწილე მხარის თანხმობით და მის მიერ დადგენილი პირობების ფარგლებში მონაწილეობა მიიღონ ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე განხორციელებულ გამოძიებაში
შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.
მუხლი 7. თხოვნების შესრულება
კარი 9 — ინსტიტუციური, ზოგადი და დასკვნითი დებულებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 28. – არასათანადო თხოვნები
- მუხლი 18. ერთდროული თხოვნები
- მუხლი 29. – თხოვნების სიმრავლე
- მუხლი 7. თხოვნები სპეციალური ზომების მიღების თაობაზე
- მუხლი 14. ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლით გათვალისწინებული წესით განსაზღვრული ვადის ფარგლებში თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამისობის უარყოფის დამა
- მუხლი 568. ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე კოლიზიური თხოვნების გადაწყვეტის წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. განმარტებები
- მუხლი 2. ფარგლები
- მუხლი 3. დახმარება თხოვნის შემთხვევაში
- მუხლი 4. სპონტანური დახმარება
- მუხლი 5. მიწოდება-შეტყობინება
- მუხლი 6. დახმარებისათვის თხოვნის ფორმა და შინაარსი
- მუხლი 8. მისაწოდებელი ინფორმაციის ფორმა
- მუხლი 9. გამონაკლისები დახმარების გაწევის ვალდებულებებში
- მუხლი 10. ინფორმაციის გაცვლა და კონფიდენციალობა
- მუხლი 11. ექსპერტები და მოწმეები
- მუხლი 13. შესრულება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.“, მუხლი 7. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1212956/muxli-7-2/