1. დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ერთი ქვეყნის ცენტრალურმა ორგანომ შეუძლია მიმართოს მეორე ქვეყნის ცენტრალურ ორგანოს სპეციალური ზომების მიღების თხოვნით მე-6 მუხლის (2) ბ), გ), ზ), თ), ი) და კ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მაშინ, როდესაც მე-10 მუხლით გათვალისწინებული განცხადებები არ არის განხილვის პროცესში. შუამდგომლობის მიმღებმა ცენტრალურმა ორგანომ უნდა მიიღოს საჭირო ზომები, თუ ის დარწმუნებულია, რომ ეს ზომები აუცილებელია პოტენციური განმცხადებლის დასახმარებლად მე-10 მუხლით გათვალისწინებული განცხადების წარდგენისათვის, ან იმისთვის, რომ განისაზღვროს - აქვს თუ არა აზრი განცხადების განხილვის პროცესის დაწყებას.
2. ცენტრალურ ორგანოს, ასევე, შეუძლია მიიღოს სპეციფიკური ზომები, უცხო ქვეყნის ცენტრალური ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, საერთაშორისო ალიმენტის შემცველ დავასთან დაკავშირებულ საქმეებზე, რომლებიც ალიმენტის დაკისრების საკითხს ეხება და განხილვის პროცესშია თხოვნის გამომგზავნ სახელმწიფოშ