1. თხოვნის გამგზავნი მხარის ცენტრალური ორგანო განმცხადებელს აღმოუჩენს დახმარებას იმისთვის, რომ მისი განცხადება შეიცავდეს კონვენციით დადგენილ ყველა იმ ინფორმაციასა და ასევე დოკუმენტებს, რომლებიც საჭიროა ამ განცხადების განსახილველად შუამდგომლობის მიმღებ ქვეყანაში.

2. თხოვნის გამგზავნი სახელმწიფოს ცენტრალური ორგანო, როდესაც ის დარწმუნდება, რომ შედგენილი განცხადება აკმაყოფილებს კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, განმცხადებლის სახელითა და თანხმობით გადაუგზავნის შუამდგომლობას თხოვნის მიმღები სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს. განცხადებას უნდა ახლდეს კონვენციის „დანართ 1“-ში მოცემული შაბლონური ფორმა. თხოვნის გამგზავნმა ცენტრალურმა ორგანომ თხოვნის მიმღებ მხარეს უნდა წარუდგინოს მე-16 (3), 25-ე (1) „ა“ „ბ“ და „დ“ და (3) „ბ“ და 30-ე (3) მუხლებით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტები, რომლებიც დამოწმებული იქნება მისი გამცემი კომპეტენტური ორგანოს მიერ, თუ ამას მოითხოვს თხოვნის მიმღები ცენტრალური ორგანო.

3. თხოვნის მიმღებმა ცენტრალურმა ორგანომ, განცხადების მიღებიდან ექვსი კვირის ვადაში კონვენციის „დანართ 2“-ით წარმოდგენილი ფორმის მეშვეობით უნდა აცნობოს/დაუდასტუროს შუამდგომლობის მიღება თხოვნის გამომგზავნი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს და ასევე, აცნობოს, თუ რა თავდაპირველი ზომები იქნა ან იქნება მიღებული განცხადებაზე რეაგირებისათვის და ამავე დროს, უფლება აქვს თხოვნის გამომგზავნი სახელმწიფოსგან მოითხოვოს საქმისათვის საჭირო ნებისმიერი დამატებითი დოკუმენტი და ინფორმაცია. იმავე ექვსკვირიან პერიოდში, ცენტრალურმა ორგანომ, რომელსაც ეგზავნება შუამდგომლობა, თხოვნის გამომგზავნ ცენტრალურ ორგანოს უნდა მიაწოდოს იმ პირის ან სტრუქტურული ერთეულის სახელი/დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც პასუხისმგებელია განცხადების წარმოების პროცესთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე.

4. შუამდგომლობის მიღების თაობაზე  დასტურის გაცემიდან სამი თვის ვადაში, ცენტრალურმა ორგანომ, რომელსაც გაეგზავნა შუამდგომლობა, თხოვნის გამომგზავნ ცენტრალურ ორგანოს უნდა  მიაწოდოს განცხადების სტატუსის თაობაზე ინფორმაცია.

5. თხოვნის გამგზავნი და თხოვნის მიმღები მხარეების ცენტრალურმა ორგანოებმა, ერთმანეთს უნდა აცნობონ -

ა) კონკრეტულ საქმეზე პასუხისმგებელი პირის ან სტრუქტურული ერთეულის თაობაზე ინფორმაცია;

ბ) საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია და უზრუნველყონ კითხვებზე პასუხების დროული გაცემა.

6. ცენტრალურმა ორგანოებმა საქმე უნდა განიხილონ იმ უმოკლეს ვადაში, რომელიც საჭიროა საქმის სათანადო განხილვისათვის.

7. ცენტრალურმა ორგანოებმა უნდა გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველაზე ოპერატიული და ეფექტიანი საკომუნიკაციო საშუალებები ერთმანეთთან ურთიერთობისას.

8. თხოვნის მიმღებ ცენტრალურ ორგანოს უფლება აქვს უარი თქვას განცხადების განხილვაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა, რომ განცხადება არ შეესაბამება კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში, თხოვნის მიმღებმა ცენტრალურმა ორგანომ თხოვნის გამომგზავნ ცენტრალურ ორგანოს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს თხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზები.

9. თხოვნის მიმღებ სახელმწიფოს არ აქვს უფლება უარი თქვას განცხადების განხილვაზე მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ დამატებითი დოკუმენტები ან ინფორმაციაა საჭირო. თხოვნის მიმღები ქვეყნის ცენტრალურ ორგანოს შეუძლია თხოვნის გამომგზავნ ცენტრალურ ორგანოს სთხოვოს ამ დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის მოწოდება. თუ თხოვნის გამომგზავნი ცენტრალური ორგანო არ უზრუნველყოფს საჭირო ინფორმაციისა თუ დოკუმენტის თხოვნის მიმღები მხარისათვის მიწოდებას სამი თვის ვადაში ან თავად თხოვნის მიმღები მხარის მიერ დაწესებულ უფრო ხანგრძლივ ვადაში, მაშინ თხოვნის მიმღებ ცენტრალურ ორგანოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე. ამ შემთხვევაში მან თხოვნის გამომგზავნ ცენტრალურ ორგანოს უნდა აცნობოს ამ გადაწყვეტილების შესახე