1. თხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს უფასო იურიდიული დახმარება ამ თავით გათვალისწინებული კრედიტორის მიერ გაკეთებულ ყველა განცხადებასთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება იმ საალიმენტო ვალდებულებებს, რომლებიც წარმოიშობა 21 წელს მიუღწეველი პირის მიმართ მშობელსა და შვილს შორის არსებული ურთიერთობის საფუძველზე.

2. ამ მუხლის 1-ელი  პუნქტის მიუხედავად, თხოვნის მიმღებ სახელმწიფოს შეუძლია მე-10 მუხლის (1)  „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-20 (4)  მუხლით გათვალისწინებული განცხადებების გარდა სხვა შუამდგომლობების განხილვასთან მიმართებით, უარი თქვას უფასო იურიდიულ დახმარებაზე, თუ ის მიიჩნევს, რომ საქმის არსებითი გარემოებიდან გამომდინარე, განცხადება ან ნებისმიერი საჩივარი აშკარად უსაფუძვლო