1. მე-10 მუხლის ფარგლებში წარმოდგენილი განცხადებები უნდა შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას:

ა) განცხადების ან განცხადებების მოკლე შინაარსი;

ბ) განმცხადებლის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია, მათ შორის, მისამართი და დაბადების თარიღი;

გ) მოპასუხის სახელი, გვარი და, თუ ცნობილია, მისამართი და დაბადების თარიღი;

დ) სახელი, გვარი და დაბადების თარიღი ყველა იმ პირის, ვის მიმართაც გათვალისწინებულია ალიმენტის გადახდა;

ე) შუამდგომლობის დაყენების საფუძვლები;

ვ) კრედიტორის მიერ დაყენებულ შუამდგომლობაში ინფორმაცია – თუ სად უნდა ჩაირიცხოს ამოღებული თანხა ან გადარიცხვისათვის საჭირო ელექტრონული მონაცემები;

ზ) გარდა მე-10 მუხლის (1) „ა“ და (2) „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული განცხადებებისა, ის დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტი, რომელიც 63-ე მუხლის შესაბამისად, მითითებულია დეკლარაციაში იმ სახელმწიფოს მიერ, რომელსაც ეგზავნება შუამდგომლობა;

თ) იმ პირის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია ან ცენტრალური ორგანოს ქვედანაყოფის დასახელება და საკონტაქტო მონაცემები, რომელიც აყენებს შუამდგომლობას და პასუხისმგებელია განცხადების დამუშავებაზე.

2. საჭიროების მიხედვით, იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ცნობილია ეს ინფორმაცია, განცხადება დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგს:

ა) კრედიტორის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას;

ბ) მოვალის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, მისი დამსაქმებლის დასახელებას და მისამართს, აქტივების/ ქონების ადგილმდებარეობის თაობაზე ინფორმაციას;

გ) ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც შეიძლება დაეხმაროს მოპასუხის ადგილსამყოფელის დადგენაში.

3. განცხადებაში უნდა იყოს მითითებული ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია ან მას ახლდეს საჭირო დოკუმენტები, მათ შორის, ის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც განმცხადებელს უფასო იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა ეძლევა. მე-10 მუხლის (1) „ა“ და (2) „ა“ ქვეპუნქტების ფარგლებში წარდგენილ განცხადებას უნდა ახლდეს მხოლოდ ის დოკუმენტები, რომლებიც მოცემულია 25-ე მუხლში.

4. მე-10 მუხლით გათვალისწინებული განცხადება შეიძლება გაფორმდეს ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის მიერ გამოქვეყნებული სარეკომენდაციო ფორმები