1. მე-15(1) მუხლით  განსაზღვრული პირობების მიუხედავად, 63-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოს შეუძლია გააკეთოს დეკლარაცია, რომ ის უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ დახმარებას ყველა შუამდგომლობაზე, ბავშვის საჭიროებების შეფასებაზე დამყარებული ტესტის საფუძველზე, გარდა მე-10 მუხლის (1) „ა“  და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული განცხადებებისა და ასევე მე-20 (4) მუხლით გათვალისწინებულ საქმეებთან მიმართებით.

2. ამგვარი დეკლარაციის გაკეთების შემთხვევაში სახელმწიფომ ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის მუდმივმოქმედ ბიუროს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა სახით განხორციელდება ბავშვის საჭიროებების შეფასება, მათ შორის, იმ ფინანსური კრიტერიუმების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც საჭიროა ამ ტესტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

3. ამ მუხლის 1-ელ პუნქტში მითითებული განცხადებები უნდა შეიცავდეს განმცხადებლის ფორმალურ დასტურს, რომ ბავშვის საჭიროებები აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ბავშვის საჭიროებების ტესტის იმ კრიტერიუმებს, რომლებიც დეკლარაციით აქვთ განსაზღვრული თხოვნის მიმღებ სახელმწიფოს. თხოვნის მიმღებ სახელმწიფოს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულება ბავშვის საჭიროებების შესახებ, თუ მას გააჩნია გონივრული საფუძვლები, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არაზუსტია.

4. თუ თხოვნის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობა უზრუნველყოფს სამართლებრივი დახმარების ყველაზე ხელსაყრელ პირობებს ამ თავით გათვალისწინებულ იმ განცხადებებთან მიმართებით, რომლებიც ეხება მშობელსა და შვილს შორის არსებული ურთიერთობიდან ბავშვის მიმართ წარმოშობილ საალიმენტო ვალდებულებებს, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ამ მუხლის 1-3  პუნქტებით, მაშინ სამართლებრივი დახმარებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს ყველაზე ხელსაყრელი პირობებ