1. ეს თავი ვრცელდება იმ გადაწყვეტილებებზე,  რომლებსაც იღებს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო ალიმენტის გადახდის ვალდებულებასთან მიმართებით. ტერმინი „გადაწყვეტილება“ ასევე მოიცავს მორიგების აქტს ან შეთანხმებას, რომელიც გაფორმებულია ან დამოწმებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ. გადაწყვეტილება შეიძლება მოიცავდეს ავტომატურ რეგულირებას ინდექსაციით და მოთხოვნებს დავალიანების გადახდის საკითხზე, რეტროაქტიული ალიმენტის ან პროცენტის გადახდის მოთხოვნას და ხარჯების ან საფასურის დადგენას.

2. თუ გადაწყვეტილება მხოლოდ საალიმენტო ვალდებულებას არ ეხება, მაშინ ამ თავის მოქმედება ვრცელდება გადაწყვეტილების მხოლოდ იმ ნაწილზე,  რომელიც შეეხება ალიმენტის გადახდის ვალდებულებებს.

3. ამ მუხლის 1-ელი  პუნქტის მიზნებისათვის, „ადმინისტრაციული ორგანო“ ნიშნავს საჯარო ხელისუფლების ორგანოს, რომლის გადაწყვეტილებები იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის არის დაფუძნებული -

ა) შეიძლება დაექვემდებაროს აპელაციას ან გადახედვას სასამართლო ორგანოს მიერ; და

ბ) აქვს იგივე ძალა და მოქმედება, რაც გააჩნია იმავე საკითხზე სასამართლო ორგანოს გადაწყვეტილებას.

4. ეს თავი ასევე ვრცელდება 30-ე მუხლით გათვალისწინებულ რჩენის ვალდებულებების შეთანხმებებზე.

5. ამ თავის დებულებები ასევე ვრცელდება 37-ე მუხლით გათვალისწინებულ იმ განცხადებაზე, რომელიც განმცხადებლის მიერ წარედგინება უშუალოდ კომპეტენტურ ორგანოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საკითხზ