1. კონვენციის დებულებების მიხედვით, გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების წესი განისაზღვრება თხოვნის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობით.
2. თუ გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე მიმართვა წარდგენილია ცენტრალური ორგანოს მიერ III თავის შესაბამისად, თხოვნის მიმღები მხარის ცენტრალურმა ორგანომ უნდა:
ა) გადაამისამართოს განცხადება უფლებამოსილ ორგანოში, რომელმაც დაუყოვნებლივ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება ცნობის საკითხზე ან დაარეგისტრიროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად; ან ბ) თავად მიიღოს აღნიშნული ზომები, თუ ის ამ საკითხთან მიმართებით უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს.
3. როდესაც კონვენციის მე-19 (5) მუხლის შესაბამისად, შუამდგომლობა გადაგზავნილია უშუალოდ თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილ ორგანოში, ის დაუყოვნებლივ მიიღებს გადაწყვეტილებას ცნობის საკითხთან დაკავშირებით ან მიიღებს რეგისტრაციაში მისი აღსრულების მიზნით.
4. გადაწყვეტილების ცნობაზე ან რეგისტრაციაზე უარის თქმა დასაშვებია მხოლოდ 22-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მოცემული საფუძვლის შესაბამისად. საქმის განხილვის ამ სტადიაზე, არც შუამდგომლობის ავტორს და არც მოპასუხეს არ აქვს უფლება წარადგინოს რაიმე სახის განცხადება.
5. შუამდგომლობის ავტორს და მოპასუხეს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოთ გადაწყვეტილების ცნობის ან რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია, რომელიც განხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის შესაბამისად, ან მასზე უარის შესახებ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად და მათ უფლება აქვთ წარადგინონ საჩივარი ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე.
6. ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა ან სასამართლოში საჩივრის წარდგენა უნდა მოხდეს შეტყობინებიდან 30 დღის ვადაში ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. თუ მოდავე მხარე არ ცხოვრობს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ცნობის ან მისი დარეგისტრირების თაობაზე, ან უარი ეთქვა თხოვნის დაკმაყოფილებაზე, მაშინ ადმინისტრაციული საჩივრის ან სასამართლოში საჩივრის წარდგენა დასაშვებია შეტყობინებიდან 60 დღის ვადაში.
7. პრეტენზია ან საჩივარი შეიძლება დაემყაროს მხოლოდ შემდეგს -
ა) 22-ე მუხლით დადგენილი გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლებს;
ბ) მე-20 მუხლში წარმოდგენილი გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საფუძვლებს;
გ) 25-ე მუხლის (1) „ა“, „ბ“ ან „დ“, ან (3) „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაგზავნილი ნებისმიერი დოკუმენტის ნამდვილობის ან განსაზღვრული დოკუმენტის სრული პაკეტის არწარმოდგენის საფუძველს.
8. მოპასუხის ადმინისტრაციული საჩივარი ან სასამართლოში საჩივრის წარდგენა ასევე შეიძლება დაემყაროს ვალდებულების უკვე შესრულების ფაქტს, როდესაც მოვალის მიერ დავალიანება გადახდილია იმ ფარგლებში, რა ფარგლებსაც ეხება გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, და ეს დავალიანება უნდა გასტუმრებულიყო წარსულში.
9. შუამდგომლობის ავტორს და მოპასუხეს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოთ ადმინისტარციული საჩივრის ან სასამართლოში წარდგენილი საჩივრის განხილვის შედეგები.
10. შემდგომი გასაჩივრება, თუ ასეთი რამ არის დასაშვები თხოვნის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობით, არ აჩერებს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს, თუკი არ არსებობს გამონაკლისი გარემოებები.
11. უფლებამოსილმა ორგანომ დროულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, როგორც გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საკითხზე, ასევე ამ საკითხზე წარმოდგენილ საჩივართან მიმართები