წინამდებარე კონვენციის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა სახის განცხადების შემთხვევაში, გარდა მე-15 ან მე-16 მუხლით გათვალისწინებული განცხადებისა -

ა) უფასო იურიდიული დახმარების მიღება შეიძლება დაექვემდებაროს საჭიროებებისა და გარემოებების ტესტს;

ბ) განმცხადებელს,  რომელმაც გადაწყვეტილების მიმღებ სახელმწიფოში ისარგებლა უფასო იურიდიული დახმარებით, უფლება აქვს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების ნებისმიერი პროცედურის წარმოებისას ისარგებლოს სულ მცირე იგივე მოცულობის უფასო იურიდიული დახმარებით, რა მოცულობითაც იგივე გარემოებებში ეს უზრუნველყოფილია თხოვნის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობით.

თავი IV. საქმისწარმოების დაწყებაზე დაწესებული შეზღუდვე