გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე შეიძლება მიღებულ იქნეს უარყოფითი გადაწყვეტილება თუ -

ა) ასეთი გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება აშკარად ეწინააღმდეგება თხოვნის მიმღები სახელმწიფოს საჯარო წესრიგს;

ბ) გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საპროცესო მოქმედებების დარღვევის ფონზე, მათ შორის საპროცესო მოქმედებების მიმართ არაკეთილსინდისიერი მიდგომით;

გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის იგივე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით მიმდინარეობს საქმის განხილვა თხოვნის მიმღებ სახელმწიფო ორგანოში და ამ სახელმწიფოში საქმისწარმოების პროცესი დაწყებულია უფრო ადრე ვიდრე თხოვნის გამომგზავნ სახელმწიფოში;

დ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ერთსა და იმავე მხარეებს შორის იგივე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით არის  მიღებული თხოვნის მიმღებ ქვეყანაში ან მესამე სახელმწიფოში და იმ პირობით, რომ ეს გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ცნობისა და აღსრულების პირობებს თხოვნის მიმღებ სახელმწიფოში;

ე) მოპასუხე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე ან იგი არ იყო წარმოდგენილი იმ სხდომაზე, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება -

i) როდესაც გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობა ითვალისწინებს შეტყობინებას საქმისწარმოების შესახებ, მოპასუხეს კი არ ჰქონდა მიღებული სათანადო შეტყობინება საქმისწარმოების მიმდინარეობის თაობაზე და არ მიეცა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა; ან

ii) როდესაც გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქმისწარმოების შესახებ შეტყობინების გაკეთებას, მოპასუხე არ იყო ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესახებ და არ ჰქონდა მისი გაპროტესტების ან გასაჩივრების შესაძლებლობა ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველზე; ან

ვ) გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მე-18 მუხლის დარღვევი