1. თუ გადაწყვეტილება გამოტანილია ერთ-ერთი იმ ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობს კრედიტორი, დაუშვებელია სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოვალის მიმართვის საფუძველზე ამ გადაწყვეტილების შეცვლის ან ახალი გადაწყვეტილების მიღების მიზნით საქმისწარმოების დაწყება, მანამ, სანამ კრედიტორი მუდმივად ცხოვრობს ისევ იმ ქვეყანაში, სადაც მიღებულია ეს გადაწყვეტილება.

2. 1-ელი პუნქტი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც -

ა)  მხარეებს შორის არსებობს წერილობითი ფორმის შეთანხმება სხვა სახელმწიფოს იურისდიქციის საკითხზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს დავა ეხება ბავშვების რჩენის ვალდებულებას;

ბ) კრედიტორი აშკარად ეთანხმება სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ იურისდიქციის განხორციელებას, ან პირველივე შესაძლებლობისთანავე, იურისდიქციის საკითხის სადავოდ გახდის გარეშე იღებს მონაწილეობას საქმის არსებით განხილვაში;

გ) გადაწყვეტილების მიმღებ სახელმწიფოში უფლებამოსილ ორგანოს არ შეუძლია ან უარს ამბობს იურისდიქციის გავრცელებაზე გადაწყვეტილებაში ცვლილებების შესატანად ან ახალი გადაწყვეტილების მისაღებად;
დ) ვერ მოხდება ამ სახელმწიფოში მიღებული გადაწყვეტილების ცნობა ან ის არ ექვემდებარება აღსრულებას იმ მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც მოიაზრება უკვე მიღებული გადაწყვეტილების მოდიფიკაციის ან ახალი გადაწყვეტილების გამოტანის პროცედურების დაწყება.

თავი V. ცნობა და აღსრულე