1. თხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს განმცხადებლისათვის იმ სამართლებრივი საშუალებების ეფექტური ხელმისაწვდომობა, მათ შორის აღსრულებისა და გასაჩივრების პროცედურები, რომლებიც ამ თავით გათვალისწინებული განცხადების განხილვის პროცესში შეიძლება გახდეს საჭირო.
2. სამართლებრივი საშუალებების ეფექტური წვდომის მიზნით, თხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს უფასო სამართლებრივი დახმარება მე-14-17 მუხლების შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. თხოვნის მიმღები სახელმწიფო არ არის ვალდებული უზრუნველყოს ასეთი უფასო სამართლებრივი დახმარება იმ შემთხვევაში, თუ ამ სახელმწიფოში არსებული სამართლებრივი საშუალებების ფარგლებში განმცხადებელს შეუძლია წარმართოს საქმე ასეთი დახმარების გარეშეც და ამავე დროს, თუ ცენტრალური ორგანო უზრუნველყოფს საჭირო მომსახურების უფასოდ გაწევას.
4. უფლება უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევაზე არ უნდა იყოს იმაზე ნაკლები, ვიდრე ეს ხელმისაწვდომია ადგილობრივი საქმეების განხილვისათვის.
5. არ მოითხოვება არანაირი უზრუნველყოფა, თავდებობა ან საგარანტიო დეპოზიტი, რა დასახელებითაც არ უნდა იყოს ეს ცნობილი, კონვენციის ფარგლებში განხორციელებული საქმისწარმოების ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფა