1. არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესთან დაკავშირებული საქმისწარმოება შესაძლებელია განხორციელდეს ცენტრის სპეციალურ ელექტრონულ ბაზაში.

2. სპეციალური ელექტრონული ბაზა გამოიყენება არასრულწლოვანის შესახებ ინფორმაციის, შეფასების შედეგების, ინდივიდუალური გეგმის, მონიტორინგის ანგარიშებისა და საქმისწარმოების ფარგლებში შექმნილი სხვა დოკუმენტების აღრიცხვის, დამუშავების, განახლებისა და შენახვის მიზნით.

3. სპეციალურ ელექტრონულ ბაზაში მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის წარმართვის, კოორდინაციის, მონიტორინგისა და ანგარიშგების მიზნებისთვის.

4. სპეციალურ ელექტრონულ ბაზაზე სრული წვდომა, გარდა ფსიქოლოგის შეფასების ფორმისა, აქვთ:

ა) ცენტრის თავმჯდომარეს;

ბ) ცენტრის თავმჯდომარის შესაბამის მოადგილეს;

გ) ცენტრის სარეაბილიტაციო პროგრამების კოორდინაციის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს;

დ) ცენტრის შიდა კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და შესაბამის თანამშრომელს;

ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელსა და შესაბამის თანამშრომელს.

5. სპეციალურ ელექტრონულ ბაზაზე სპეციალური წვდომა აქვთ:

ა) შემთხვევის მმართველს, მის წარმოებაში არსებულ საქმეებზე;

ბ) ფსიქოლოგს, იმ საქმეზე, რომლის შეფასებასა ან მომსახურების პროცესშიც მონაწილეობს;

გ) არასრულწლოვანის საქმეზე მომუშავე ცენტრის სპეციალისტებს, მათთვის განსაზღვრული საქმეების ფარგლებში;

დ) პროფესიულ ზედამხედველს, მის საზედამხედველო სფეროში შემავალი სოციალური მუშაკის/ფსიქოლოგის წარმოებაში არსებულ საქმეზე;

ე) ცენტრის იურისტს, მისი კომპეტენციის ფარგლებში საჭირო საქმეებზე;

ვ) მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრს, იმ საქმის მასალებზე, რომლებიც აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად;

ზ) შესაბამისი პირის ან დაწესებულების წარმომადგენელს, იმ მოცულობით, რაც აუცილებელია არასრულწლოვანის ინდივიდუალური გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისთვის;

თ) სპეციალური ელექტრონული ბაზის ტექნიკურ ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ პირს, მხოლოდ ბაზის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად და შინაარსობრივ მონაცემებზე წვდომის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი წვდომა ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად ობიექტურად აუცილებელია;

ი) არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის დირექტორსა და მის მოადგილეს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ პირებს სპეციალურ ელექტრონულ ბაზაზე წვდომა ეძლევათ მხოლოდ იმ მონაცემებზე და იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია მათი უფლებამოსილების განხორციელებისთვის.

7. დაუშვებელია სპეციალურ ელექტრონულ ბაზაში დაცული ინფორმაციის დამუშავება იმ პირის მიერ, რომელიც ამ წესით ან საქართველოს კანონმდებლობით არ არის უფლებამოსილი.

8. სპეციალურ ელექტრონულ ბაზაში დაცული ინფორმაციის დამუშავება ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

9. ამ მუხლით გათვალისწინებული საქმისწარმოება შესაძლებელია განხორციელდეს, აგრეთვე, მატერიალურა