1. საგამოცდო დავალებათა ბანკი, რომელიც სპეციალურად მხოლოდ საკვალიფიკაციო გამოცდისთვის იქმნება, უნდა განთავსდეს ცალკე სერვერზე.

2. ყველა პირი, რომელიც ჩართულია საგამოცდო დავალებათა შექმნისა და მონიტორინგის პროცესში, შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერით ადასტურებს გამოცდასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაუმჟღავნებლობას.

3. სისტემაზე წვდომის უფლება აქვთ:

ა) სისტემის ადმინისტრატორს – ელექტრონული სისტემის ტექნიკური გამართულობის, სისტემის ინსტალაციის/განახლების, მონიტორინგისა და ოპტიმიზაციის მიზნით;

ბ) სისტემის პროგრამისტს – სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის, მოდერნიზაციის, პროგრამული კოდის რევიზიის/ოპტიმიზაციის/გაუმჯობესების, სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით ახალი ალგორითმისა და არქიტექტურის შემუშავების, უშუალოდ პროგრამირების პროცესთან დაკავშირებული საპროექტო დოკუმენტაციის შექმნის მიზნით;

გ) საგამოცდო კომისიის წევრს – საგამოცდო ნაშრომებისა და პრეტენზიების შეფასების მიზნით;

დ) დეპარტამენტის შესაბამის მოხელეს – საგამოცდო დავალებათა ელექტრონულ სისტემაში შეყვანისა და მიმდინარე საგამოცდო პროცესების მონიტორინგის მიზნით.

4. საგამოცდო კომისიის წევრი ვალდებულია შექმნას საგამოცდო დავალება დეპარტამენტის მიერ გადაცემულ ელექტრონულ მატარებელზე და გადასცეს უშუალოდ საგამოცდი კომისიის თავმჯდომარეს.

5. ამ წესის  მიზნების გარდა დაუშვებელია საგამოცდო კომისიის წევრის მიერ შედგენილი საგამოცდო დავალების შემდგომი გამოყენება.

6. ინფორმაციის გაუმჟღავნებლობაზე პასუხისმგებელი პირები ვალდებულნი არიან საგამოცდო კომისიის თავმჯდომარეს დაუყოვნებლივ შეატყობინონ ინფორმაცია კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენების ან/და გამჟღავნების შესახე