1. საგამოცდო კომისიის წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იმავდროულად არ შეიძლება იყოს საგამოცდო კომისიის წევრი.

2. საგამოცდო კომისიის წევრის საქმიანობა ითვლება სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობად. საგამოცდო კომისიის წევრს უნდა გააჩნდეს კომისიის წევრის ფუნქციების განხორციელებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია, რაც დასტურდება სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატით.

3. საგამოცდო კომისიის წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით. კენჭისყრა ტარდება სპეციალური ბარათების (ბიულეტენების) მეშვეობით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია შემოხაზოს ასარჩევ წევრთა საჭირო რაოდენობა, სამართლის შესაბამისი დარგების გათვალისწინებით. თუ კენჭისყრის შედეგად ხმათა თანაბარი რაოდენობა ასარჩევზე მეტი რაოდენობის კანდიდატმა მიიღო, უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფრო მეტი წევრის მიერ იყო დასახელებული, აქვს უფრო მაღალი სამეცნიერო ხარისხი ან/და პრაქტიკული მუშაობის უფრო დიდი გამოცდილებ