1. საგამოცდო დავალებების შედგენის მეთოდოლოგიისა და მისი სირთულის დონის განსაზღვრის, დავალებების ბაზის მართვისა და ფორმირების, წერითი დავალებების შეფასების კრიტერიუმების დადგენის, საკვალიფიკაციო გამოცდის მონაწილეთა ცოდნის შემოწმებისა და საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების შეფასების მიზნით იქმნება საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია (შემდგომში – საგამოცდი კომისია).
2. საგამოცდო კომისია იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 20 წევრის შემადგენლობით, რომელთაგან 7 არის სისხლის სამართლის, 6 – სამოქალაქო სამართლის, 3 – ადმინისტრაციული სამართლის, 2 – საკონსტიტუციო სამართლის და 2 საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი,3. საგამოცდო კომისიის წევრთა უფლებამოსილების ვადაა 3 წელი. გადაწყვეტილებას საგამოცდო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. საგამოცდო კომისია საქმიანობას ახორციელებს საკვალიფიკაციო გამოცდის გამოცხადებიდან გამოცდის შედეგების დამტკიცებამდე.
4. საგამოცდო კომისიის შემადგენლობა ანონიმურია. საგამოცდო კომისიის წევრის მიერ ანონიმურობის ვალდებულების დარღვევა შეიძლება გახდეს მისთვის საგამოცდო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. საგამოცდო კომისიის წევრს არ აქვს უფლება გაამჟღავნოს საგამოცდო დავალების შინაარსი. საგამოცდო კომისიის წევრის მიერ აღნიშნული ვალდებულების დარღვევა იწვევს საგამოცდო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას.
5. საგამოცდო კომისია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს ხმების სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის ხმა.
6. საგამოცდო კომისიის წევრის საქმიანობა კომისიის უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში ანაზღაურებადია. საგამოცდო კომისიის წევრთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვრება საგამოცდო კომისიის წევრის შრომის ანაზღაურებ