1. წერითი გამოცდის ტესტი შეიცავს საკვალიფიკაციო გამოცდისათვის გათვალისწინებული სამართლის შესაბამისი დარგების მიხედვით შედგენილ 5 ღიაპასუხიან დავალებას, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) საერთო სპეციალიზაციის შემთხვევაში:

ა.ა) სისხლის სამართალი – 1 დავალება;

ა.ბ) სისხლის სამართლის პროცესი – 1 დავალება;

ა.გ) სამოქალაქო სამართალი და პროცესი – 1 დავალება;

ა.დ) ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი – 1 დავალება;

ა.ე) ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები – 1 დავალება;

ბ)  სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციის შემთხვევაში:

ბ.ა) სამოქალაქო სამართალი – 1 დავალება;

ბ.ბ) სამოქალაქო სამართლის პროცესი – 1 დავალება;

ბ.გ)  ადმინისტრაციული  სამართალი – 1 დავალება;

ბ.დ) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი – 1 დავალება;

ბ.ე) ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები – 1 დავალება;

გ) სისხლის სამართლის სპეციალიზაციის შემთხვევაში:

გ.ა) სისხლის სამართალი – 2 დავალება;

გ.ბ) სისხლის სამართლის პროცესი – 2 დავალება;

გ.გ) ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები – 1 დავალება.

2. დავალების შესრულების დროს გამოსაცდელმა უნდა შეძლოს სამართლებრივი კვალიფიკაცია – სამართლებრივი ნორმების შეფარდება დავალებაში მოცემულ სიტუაციასთან, ასევე დავალების ამგვარი გადაწყვეტის დასაბუთება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული არგუმენტები