1. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიისათვის ნაშრომის წარდგენა ხდება ნაბეჭდი სახით.
2. გამოცდის წერილობითი ფორმით ჩაბარების შემთხვევაში თითოეული გამოსაცდელი ნაშრომს აბარებს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის წარმომადგენელს.
3. წერითი ნაშრომები დაიშიფრება ელექტრონული სისტემის მიერ მინიჭებული კოდების (ნომრების) მიხედვით. ნაშრომების იდენტიფიკაცია მოხდება საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის მიერ, წერითი ნაშრომების გასწორების შემდეგ.
4. ყოველ დავალებას ასწორებს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის წევრი, მოცემული დარგის ორი სპეციალისტი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ანონიმურად, წინასწარ შედგენილი შეფასების სქემის მიხედვით და აკეთებს შეფასებას, თუ შეფასებები იდენტურია, შეფასების ნიშანი აისახება ელექტრონულ სისტემაში. თუ ნიშნებს შორის სხვაობა არ აღემატება ერთს, დავალების შეფასება ხორციელდება საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის წევრთა შეთანხმებით, ხოლო თუ ნიშნებს შორის სხვაობა აღემატება ერთს, შეფასებისას გადამწყვეტია საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის პოზიცია.
5. წერითი გამოცდის შედეგების შემოწმებისას დაცულია გამოსაცდელისა და გამომცდელის ორმხრივი ანონიმურობის პრინციპი.
6. ნაშრომის გასწორებისა და იდენტიფიკაციის შემდეგ წერითი გამოცდის შედეგები შეიტანება საგამოცდო უწყისში და დასტურდება საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით.
საკვალიფიკაციო საგამოცდო კომის