გასწორება
და
ტესტირების
შედეგები
1. ნაშრომები სწორდება შესაბამისი ტესტირების დასრულებიდან 60 დღის ვადაში.
2. გამსწორებლის მიერ სწორდება მხოლოდ ნაშრომი.
3. ტესტის შინაარსის გათვალისწინებით ნაშრომები სწორდება:
ა) კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით;
ბ) ორი დამოუკიდებელი გამსწორებლის მიერ, დამოუკიდებლად
ორჯერ და მეორე გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა. პასუხების ფურცელში/ნაშრომში შემავალი ტესტური დავალების შეფასებაში ცენტრის მიერ დადგენილი სხვაობის შემთხვევაში შესაბამისი ტესტური დავალება სწორდება მესამე გამსწორებლის მიერ. მესამედ გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა.
4. არ გასწორდება:
ა) პასუხების ფურცელი/პასუხების ფურცლის ის ნაწილი, რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;
ბ) ტესტირების პრაქტიკული ნაწილის ტესტურ დავალებაზე აპლიკანტის მიერ გაცემული პასუხი, რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს.
5. ნაშრომი არ გასწორდება ამ წესის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში.
6. ტესტირებაში მიღებული ქულები, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისთვის, განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ტესტირების
ფარგლებში
წარმოშობილი
პრეტენზიების
წარდგენა
და
განხილ