1. აპლიკანტი საპრეტენზიო განაცხადს წარადგენს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
2. აპლიკანტი ვერ წარადგენს საპრეტენზიო განაცხადს, თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური.
3. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას აპლიკანტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 22, №42/ნ, 21.03.2022, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018150 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5410799/muxli-22/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია