1. საპრეტენზიო საბჭოს სხდომას იწვევს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარე.

2. საპრეტენზიო საბჭოს სხდომებს უძღვება საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარე. საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.

3. საპრეტენზიო საბჭო პრეტენზიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს:

ა) ამ დებულების 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით 5 დღის ვადაში;

ბ) ამ დებულების 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით საპრეტენზიო კომისიის მიერ დასკვნის შედგენიდან 5 დღის ვადაში.

4. საპრეტენზიო საბჭო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს 2 დღის ვადაში უგზავნის ცენტრს.

5. ცენტრი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, საპრეტენზიო საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს ტესტირების
პროცედურულ დარღვევებთან და შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცი