1. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე აბიტურიენტი უფლებამოსილია გამოცდის დღეს 21 საათამდე შეიტანოს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო საბჭოს სახელზე, საგამოცდო ცენტრის შენობაში, რომელიც 24 საათში გადაეცემა საპრეტენზიო საბჭოს.
2. აბიტურიენტი საპრეტენზიო განაცხადს საგამოცდო ცენტრში წარადგენს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
3. პრეტენზიის წარდგენისას აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. ტესტირების
პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:
ა) პრეტენზიის წარმდგენი აბიტურიენტის უფლებების დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ;
ბ) სხვა აბიტურიენტის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (აბიტურიენტისთვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).
5. ტესტირების
პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო საბჭომ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:
ა) აბიტურიენტის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე;
ბ) აბიტურიენტის მიერ ტესტირების
პროცედურის დარღვევისას – მისი ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე.
6.
ცენტრი საპრეტენზიო საბჭოს
გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში აცნობებს აბიტურიენტ