1.
საპრეტენზიო კომისია ტესტირების პროცედურის დარღვევებთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადთან  დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განაცხადის მიღებიდან 5 დღის ვადაში.
2.
ტესტირების პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისია იღებს გადაწყვეტილებას პრეტენზიის წარმდგენი კანდიდატის ტესტების  გასწორების თაობაზე;
3.
მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ კანდიდატის ტესტი შეუვსებელია ან ნაწილობრივ არის შევსებული და გასწორების შედეგად მიღებულ ქულათა რაოდენობა არ არის საკმარისი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩასაბარებლად, კანდიდატს ეძლევა გამოცდის გადაბარების უფლება ან გადახდილი სერტიფიცირების საფასური მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უბრუნდება უკან.
4.
ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საფასურის უკან დაბრუნების მოთხოვნა (საბანკო რეკვიზიტების მითითებით) წარდგენილი უნდა იქნეს ინსტიტუტში კანდიდატის მიერ საპრეტენზიო კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების ცნობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
5.
ინსტიტუტის მიერ საფასურის უკან დაბრუნება მოხდება მოთხოვნის წარდგენიდან 1 კვირის ვადაში.
6.
საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება საგამოცდო კომისიას