1.
კანდიდატის მიერ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული სასერტიფიკაციო გამოცდის პროცედურის დარღვევის ფაქტს ან/და ტესტური დავალების შეფასების სისწორეს განიხილავს საპრეტენზიო კომისია.
2.
საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობა (არანაკლებ 5 წევრისა), თავმჯდომარე და მდივანი განისაზღვრება ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით.
3.
საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მონაწილეობდა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტის შედგენაში ან არის მიმდინარე წლის საგამოცდო კომისიის წევრი.
4.
საპრეტენზიო კომისიის წევრობა არ ექვემდებარება ანაზღაურებას