1.
კანდიდატის ტესტი საგამოცდო კომისიის მიერ სწორდება სასერტიფიკაციო გამოცდის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში.
2.
ტესტები სწორდება კომპიუტერისა და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით ან დამოუკიდებლად, მინიმუმ - ორჯერ. შეფასებაში სხვაობის შემთხვევაში, ტესტი სწორდება მესამედ. მესამედ  გასწორების შემდეგ მიღებული ქულა საბოლოოა.
3.
ტესტი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება სხვა კალამი ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვ.) ან რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას (ფიგურა, წარწერა და ა.შ.), რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან, არ გასწორდება.
4.
ამ წესის მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კანდიდატის ტესტი  არ გასწორდება.
5.
ტესტების გასწორებასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით