1.
ტესტზე მუშაობის პროცესში კანდიდატს ინსტიტუტი უზრუნველყოფს ყველა საჭირო ინვენტარით, წერითი გამოცდის  ჩატარების დროს, ასევე ე.წ. „გელიანი  კალმით“.
2.
სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობისას კანდიდატს უფლება აქვს თან იქონიოს:
ა)
წყალი;
ბ)
პირადი ჰიგიენის საგნები.
3.
სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობისას კანდიდატს ეკრძალება:
ა)
მობილური ტელეფონით ან სხვა ელექტრონული აპარატურით სარგებლობა (გარდა ინსტიტუტის მიერ უზრუნველყოფილი ტექნიკური საშუალებებისა);
ბ)
გამოცდაზე დამხმარე მასალის (სახელმძღვანელოები, ჩანაწერები - ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით  და  სხვ.) გამოყენება;
გ)
წერითი ფორმით გამოცდის ჩატარების დროს, პასუხების ფურცლის შესავსებად  ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული „გელიანი კალმის“ გარდა სხვა კალამის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვ.) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან, პასუხების ფურცლის დაზიანება ან პასუხის გადასწორება;
დ)
გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება, სხვა პირისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
ე)
სამუშაო ადგილის დატოვება დამკვირვებლის ნებართვის გარეშე (სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად);
ვ)
მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე;
ზ)
საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ მუშაობის გაგრძელება