1. ტესტირება მიმდინარეობს ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურებით.
2. ცენტრი ტესტის თითოეული ნაწილისათვის ადგენს ტესტირებისათვის გამოყოფილ საგამოცდო დროს.
3. ტესტზე მუშაობის პროცესში გამოსაცდელს ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამისი კომპიუტერული ტექნიკით, კალმითა და სუფთა თაბახის ფურცლებით.
4. ტესტირების მიმდინარეობისას გამოსაცდელს უფლება აქვს, თან იქონიოს:
ა) წყალი;
ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;
გ) ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები;
დ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა ნივთები ცენტრის წინასწარი თანხმობით.
5. ტესტირების მიმდინარეობისას გამოსაცდელს ეკრძალება:
ა) მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის შეტანა;
ბ) ტესტირებაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლებისა და სხვათა ფლობა/გამოყენება. ტესტირების პრაქტიკული ნაწილის დროს დასაშვებია ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ გადაცემული სუფთა თაბახის ფურცლების გამოყენება;
გ) ტესტზე პასუხების გაცემისას ან ტესტირების პრაქტიკული ნაწილის დროს სახელისა და გვარის ან/და სხვა ისეთი მაიდენტიფიცირებელი ნიშნის/სიტყვის გამოყენება, რომელიც შესაძლებელს ხდის პირის იდენტიფიცირებას;
დ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება, სხვა გამოსაცდელისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
ე) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;
ვ) ტესტირების დროს მერხზე კალმის, ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ გადაცემული თაბახის ფურცლებისა და ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება (გარდა ცენტრის მიერ ნებადართული ნივთებისა);
ზ) ტესტზე მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე;
თ) ტესტირებისთვის განსაზღვრული დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება.
6. ცენტრი ტესტირების მიმდინარეობაზე დაკვირვებას უზრუნველყოფს ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობი