1. ტესტირებაში მონაწილეობის მიღების მიზნით, გამოსაცდელი ვალდებულია:
ა) დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის პროცედურაზე, რომელიც მიმდინარეობს ცენტრის დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ დროს;
ბ) თან იქონიოს:
ბ.ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სათანადო წესით დამოწმებული განაცხადი/განცხადება-ანკეტა, რომელშიც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
ბ.ბ) სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტი/დოკუმენტები შედგენილია უცხოურ ენაზე.
2. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცხადებული გამოსაცდელი ტესტირებაზე არ დაიშვება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული გამოსაცდელი ტესტირებაზე არ დაიშვება.
4. ტესტირებაზე გამოუცხადებლობა გამოსაცდელს ართმევს უფლებას, მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა, ტესტირებაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზი