1. ამ წესის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციური დარღვევის/ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ცნობის განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება კომისია, რომელიც დადგენილი წესით იხილავს წარდგენილ ცნობებს და შესაბამის რეკომენდაციებს/დასკვნას აწვდის ცენტრის დირექტორს. კომისიის საქმიანობის წესი მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. ცენტრის დირექტორი, რეკომენდაციების გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი გამოსაცდელებისათვის სპეციალური საგამოცდო გარემოს შექმნის თაობაზე. ცენტრი უზრუნველყოფს სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში იმ გამოსაცდელების განთავსებას, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს, ასევე, შესაძლებლობების ფარგლებში, უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომელთა უზრუნველყოფაც რეკომენდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციით /დასკვნით.
3. გამოსაცდელი ვალდებულია გადამდები დაავადების თაობაზე (დაავადება, რომელმაც შეიძლება საგამოცდო პროცესში მონაწილე სხვა პირის ჯანმრთელობას შეუქმნას საფრთხე) სამედიცინო ცნობა ცენტრში ან საგამოცდო ცენტრში წარადგინოს ტესტირების დაწყებამდე არაუგვიანეს 1 დღის