1. ამ წესის მე-9 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის მიერ იქმნება კომისია, რომელიც ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილი წესით იხილავს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და შესაბამის რეკომენდაციებს/დასკვნას აწვდის ცენტრის დირექტორს.
2. ცენტრი, რეკომენდაციების/დასკვნების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში იმ გამოსაცდელების განთავსებას, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს, ასევე, შესაძლებლობების ფარგლებში, უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლის უზრუნველყოფაც რეკომენდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციით/დასკვნით.
3. გამოსაცდელი ვალდებულია გადამდები დაავადების თაობაზე (დაავადება, რომელმაც შეიძლება საგამოცდო პროცესში მონაწილე სხვა პირის ჯანმრთელობას შეუქმნას საფრთხე) სამედიცინო ცნობა ცენტრში ან საგამოცდო ცენტრში წარადგინოს ტესტირების დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი დღის